Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროში ბრიფინგი გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკიდან  მე-18, მე-19 საუკუნეების 39 დასახელების უნიკალური წიგნების მოპარვის ფაქტთან დაკავშირებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსმა ირაკლი ანდრიაშვილმა  განცხადება გააკეთა.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინიტრის დიმიტრი შაშკინის ბრძანებით, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა თსუ-ს ბიბლიოთეკაში არსებული დარღვევები შეისწავლა. შემოწმების შედეგად გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები - მოპარულია მე-18, მე-19 საუკუნეების 39 დასახელების უნიკალური ისტორიული ხასიათის წიგნები, რომელთა ღირებულებაც ათეულობით ათას ევროს შეადგენს.

ირაკლი ანდრიაშვილის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო არავის მისცემს უფლებას, მიითვისოს სახელმწიფო საგანძური  და სხვადასხვა ფინანსური მახინაციებით შეეცადოს საგანმანათლებლო რესურსების თავის სასარგებლოდ გამოყენებას.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]