Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

განახლებული კონცეფციის განხილვა პედაგოგებთან

DSC_5106

განახლებული კონცეფციის განხილვა პედაგოგებთან -

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მასწავლებლის სახლში მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის განახლებული კონცეფციის განხილვა მოეწყო. ცენტრის ხელმძღვანელმა და კონსულტანტებმა პედაგოგებს დაგეგმილი პროექტები და აქტივობები გააცნეს და მათი წინადადებები მოისმინეს. ღონისძიებას მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე დაესწრო.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკას ატარებს. სწორედ, ამ პრინციპზე დაყრდნობით შემუშავდა ახალი კონცეფცია.

დოკუმენტი პედაგოგების საჭიროებების კვლევასა და მასზე დაფუძნებით  მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა კონცეფციაში ასახულია დამწყები პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მეთოდები, მასწავლებლების უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, სკოლების მართვისა და სწავლების ხარისხის ამაღლება და სხვ.

კონცეფცია მასწავლებლის სახლის კონსულტანტებმა შეიმუშავეს. განხილვას თბილისიდან და ახლომდებარე რეგიონებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო. აღნიშნულ დოკუმენტს ცენტრი მომავალში საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებთანაც განიხილავს. განხილვების შემდეგ კი, განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]