Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ

DSC_5132

საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ -

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ალუდა გოგლიჩიძემ საერთაშორისო ოლიმპიადებში გამარჯვებულ მოსწავლეებს ჯემალ შენგელიას, გიორგი კობახიძეს, სერგი ჩალაურს, საბა ხარაბაძეს, გიორგი გონაშვილს, ჯიმშერ სხირტლაძეს და ნიკოლოზ სვანიძეს ფულადი ჯილდოები გადასცა.

თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ჯემალ შენგელიამ, გიორგი კობახიძემ, სერგი ჩალაურმა და თბილისის ილია ვეკუას სახელობის ფიზიკა-მათემატიკის 42-ე საჯარო სკოლის მოსწავლემ საბა ხარაბაძემ ესტონეთში გამართულ ფიზიკის 43-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს. ალუდა გოგლიჩიძემ მათ 2 000 ლარის ფულადი პრემიები გადასცა.

ჯიმშერ სხირტლაძე და ნიკოლოზ სვანიძე (თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის №199 საჯარო სკოლა) იტალიაში გამართულ ინფორმატიკის 24-ე საერთაშორისო ოლიპიადაზე ბრინჯაოს მედლების მფლობელები გახდნენ. მათ ჯილდოდ 2000-2000 ლარი მიიღეს.

არგენტინაში გამართულ მათემატიკის 53-ე საერთაშორისო ოლიმპიადაზე თბილისის კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის  №199 საჯარო სკოლის მოსწავლემ გიორგი გონაშვილმა ბრინჯაოს მედალი აიღო.  

საერთაშორისო ოლიმპიადებში საპატიო სიგელები მოიპოვეს აკაკი მარგველაშვილმა (ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლა), გელა მაღალთაძემ, სანდრო მალუძემ (199-ე საჯარო სკოლა) და თორნიკე მანძულაშვილმა (42-ე საჯარო სკოლა).

საერთაშორისო ოლიმპიადებში მონაწილეობისთვის საქართველოს ნაკრები გუნდები ტრადიციულად,  ეროვნულ საგნობრივ ოლიმპიადებში წარმატებული მოსწავლეებისგან დაკომპლექტდა. მათ დამატებით  სპეციალური შესარჩევი ტურები გაიარეს. ნაკრები გუნდები  საერთაშორისო ოლიმპიადების სტანდარტების შესაბამისად, ერთი თვის განმავლობაში, საზაფხულო ბანაკში ემზადებოდნენ. 

მოსწავლეთა წახალისების მიზნით, სამინისტრო სხვადასხვა პროგრამებს ახორციელებს, მათ შორისაა ეროვნული სასწავლო ოლიმპიადა. სამინისტრო ასევე წარმატებით ახორციელებს პროექტს, რომელიც მოსწავლეთა საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარგზავნას ითვალისწინებს და საიდანაც ჩვენი ნაკრებების წევრები კარგი შედეგებით, შესაბამისი მედლებითა და სიგელებით ბრუნდებიან. წარმატებული მოსწავლეების წასახილებას სამინისტრო მომავალშიც გააგრძელებს.

[სიახლეები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან]