Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საერთაშორისო განათლების ცენტრი - CIE-გლობალური გრანტების პროგრამა უნივერსიტეტების პროფესორ - მასწავლებელთათვის

b8c96d5496b6

საერთაშორისო განათლების ცენტრი - CIE-გლობალური გრანტების პროგრამა უნივერსიტეტების პროფესორ - მასწავლებელთათვის -

ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი” და ღია საზოგადოების ფონდები (ნიუ იორკი) აცხადებენ


გლობალური გრანტების პროგრამას უნივერსიტეტების

პროფესორ - მასწავლებელთათვის

 

2 - კვლევის/პუბლიკაციის გრანტები

 

კვლევის/პუბლიკაციის გრანტები ითვალისწინებს მკვლევართათვის საჭირო ყველა პირობის უზრუნველყოფას აკადემიური კვლევის ჩასატარებლად, რომელიც შემდგომ გამოქვეყნდება რომელიმე რეფერირებულ საერთაშორისო გამოცემაში/ჟურნალში.

პროგრამა მიზნად ისახავს სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულებით არსებული კვლევების  ხელშეწყობასა და მკვლევართა საერთაშორისო მობილობის განვითარებას.

პროგრამა ითვალისწინებს გამოცდილი აკადემიური პერსონალისათვის კვლევაში ხელშეწყობას მსოფლიოს რომელიმე უმაღლეს სასწავლებელში მაქსიმუმ 5 თვის ვადით.

განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ პირობებს:

•ჰქონდეთ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი
•მუდმივი სასწავლო პრაქტიკა სრულ აკადემიურ პოზიციაზე
•უცხო ენის კარგად ცოდნა
•აკადემიური მიღწევები გამოქვეყნებული ნაშრომების ჩათვლით სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებაში
•კვლევითი პროექტის დამაჯერებელი და კარგად შედგენილი გეგმა
•მოწვევა მასპინძელი უნივერსიტეტიდან
უპირატესობა მიენიჭება ერთობლივ კვლევით პროექტებს, სადაც მონაწილე ჩართული იქნება მასპინძელი უნივერსიტეტის მიმდინარე კვლევაში.

პროგრამა არ ითვალისწინებს ოჯახის წევრების დაფინანსებას.

განაცხადების შემოტანის ბოლო ვადაა 1 აპრილი 2013.

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: ფონდი ”საერთაშორისო განათლების ცენტრი”.  ჭოველიძის ქ. 10 . ტელ: 225 26 15.

http://www.opensocietyfoundations.org/grants/global-faculty-grants-program

[განცხადებები ; სასწავლო პროგრამები : საიტიდან edu-guide.ge]