Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბიბლიოთეკების როლი სასკოლო ცხოვრებაში

DSC_6305

სასკოლო ცხოვრებაში სკოლის ბიბლიოთეკების დანიშნულება და როლი იზრდება. დღეს პირველად, მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე 200-მდე საჯარო სკოლის
ბიბლიოთეკარს შეხვდა და მათთან ერთად განიხილა სამინისტროს ახალი ხედვა სასკოლო ბიბლიოთეკების საქმიანობასთან დაკავშირებით.
სასკოლო ბიბლიოთეკები გარდა მოზარდთა წიგნიერების განვითარებისა, ერთგვარ კულტურულ-შემოქმედებით ცენტრებად უნდა იქცნენ. სასკოლო ბიბლიოთეკები უნდა იყვნენ ინიციატორები სასწავლო კონფერენციების, შიდა სასკოლო ოლიმპიადების, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის, ახალი პროექტების პრეზენტაციებისა და სხვა. ბიბლიოთეკები უნდა ეხმარებოდეს დაინტერესებულ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რეალიზებაში. თანამედროვე მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა მდიდარი წიგნადი ფონდითა და კვალიფიციური ბიბლიოთეკარებით.

სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე სკოლამ ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი ვრცელი პრეზენტაციებიც წარმოადგინა, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ბიბლიოთეკის სხვა წარმომადგენლებმა იმ პროექტების შესახებ ისაუბრეს, რომელსაც ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის ახორციელებს.

ალუდა გოგლიჩიძემ სკოლებში არსებული პრობლემები მოისმინა და ბიბლიოთეკარების შეკითხვებს უპასუხა.

საინფორმაციო წყარო:  http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4370