Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

აღმოაჩინეს უჯრედის დაყოფის ახალი ფორმა: ბუნებრივი სარეზერვო დუბლირების მექანიზმი მცდარი უჯრედული დაყოფის დროს


უჯრედის დაყოფის ახალი ფორმა – კლეროკინეზი (klerokinesis) იწვევს უჯრედის ორ "შვილობილ" უჯრედად დაყოფას. ეს ფორმა განსხვავდება უჯრედის ჩვეულებრივი დაყოფისგან, რომელსაც ციტოკინეზი (cytokinesis) ეწოდება. ამ აღმოჩენამ შესაძლებელია ხელი შეუწყოს ისეთი ტექნოლოგიის შემუშავებას, რომელიც ხელს შეუშლის სიმსივნის ზოგიერთი სახეობის განვითარებას.

ვისკონსინის უნივერსიტეტის სიმსივნის კვლევითი ცენტრის მკვლევარებმა ადამიანის უჯრედების დაყოფის ახალი ფორმა აღმოაჩინეს.

მათ მიაჩნიათ, რომ ახალი აღმოჩენა წარმოადგენს ბუნებრივ სარეზერვო დუბლირების მექანიზმს მცდარი უჯრედული დაყოფის დროს, იგი ხელს შეუშლის ზოგიერთ უჯრედს, გადაუხვიოს ბუნებრივ გზას, რაც სიმსივნის განვითარებას იწვევს.

„თუ უჯრედული დაყოფის ახალი ფორმის გამოყენებას შევძლებთ, რასაც კლეროკინეზს ვუწოდებთ, ხელს შევუშლით სიმსივნის ზოგიერთი სახეობის განვითარებას“ – აცხადებს ვისკონსინის უნივერსიტეტის (აშშ) ჯანდაცვისა და მედიცინის სკოლის სამედიცინო კათედრის ჰემატოლოგია-ონკოლოგიის ასისტენტ-პროფესორი – დოქტორი მარკ ბურკარდი.

აღმოჩენის შედეგები ბურკარდმა წარმოადგინა 17 დეკემბერს უჯრედების ბიოლოგიის ამერიკული საზოგადოების ყოველწლიურ შეხვედრაზე სან-ფრანცისკოში.

ვრცლად: Science daily - Science News

http://www.news.wisc.edu/21364