Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

გალაქტიკის სიცოცხლის პირველი წამების შესასწავლად 24 გიგანტური "ტოტი"

1355474016-84

ახალმა, ძალიან ძლიერმა ინსტრუმენტმა, სახელად KMOS-მა  სულ ახლახანს წარმატებით გაიარა ტესტირება სამხრეთ ევროპის ობსერვატორიის (ESO) "ძალიან დიდ ტელესკოპზე", VLT -ზე, რომელიც ჩილეს პარანალის ობსერვატორიაზე მდებარეობს. KMOS-ი (მრავალობიექტიანი სპექტროგრაფი, K-band Multi-Object Spectrograph) გამორჩეულია, რადგან მას შეეძლება დააკვირდეს არა ერთ, არამედ ერთდროულად ოცდაოთხ ობიექტს ინფრაწითელ დიაპაზონში და ერთდროულადვე შეისწავლის მათ შინაგან სტრუქტურას. ის მოიპოვებს უმნიშვნელოვანეს მონაცემებს, რათა დაგვეხმაროს იმის გაგებაში, თუ როგორ  გავრცელდა და დანვითარდა პირველყოფილი სამყარო - და ამას ბევრად სწრაფად გააკეთებს, ვიდრე ეს აქამდე იყო შესაძლებელი. KMOS-ი გაერთიანებული სამეფოს და გერმანიის ინსტიტუტებისა და  უნივერსიტეტების კონსორციუმისა მიერ შეიქმნა სამხრეთ ევროპის ობსერვატორიასთან (ESO) თანამშრობლობით.
ამ სურათზე KMOS-ი არის ცენტრში მოთავსებული ვერცხლისფერი სტრუქტურა, რომელიც ლურჯი რკალითაა შემოსაზღვრული, სწორედ ის აერთებს მას VLT-ს Unitaire 1 ტელესკოპთან, რომელიც მარცხნივ მოსჩანს. მარჯვნივ, დიდი ვერცხლისფერი ცილინდრი KMOS-ის მთელ ელექტრონულ სისტემას მოიცავს და მას მოტრიალების საშუალებას აძლევს, როდესაც ის ცაზე გადაადგილდება.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

ინგლისურ ენაზე:  http://www.eso.org/public/news/eso1251/