Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფოტონურმა მოწყობილობებმა შესაძლებელია ჩვეულებრივ კომპიუტერებზე უკეთ იმუშაოს


სინათლეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაამტკიცა კვანტური მოწყობილობების საჭიროება.

ქვინსლენდის უნივერსიტეტის მკვლევართა მიერ ავსტრალიაში, ასევე, სხვაგან შექმნილი ახალი სახეობის სინათლის მანიპულირების მოწყობილობა ისეთ ოპერაციებს ასრულებს, რასაც ვერცერთი ჩვეულებრივი კომპიუტერი ვერ შეასრულებდა.

კვანტური კომპიუტერების მომხრეები აცხადებენ, რომ ეს მოწყობილობები შეძლებენ ისეთი დავალების შესრულებას, რომელიც კლასიკური კომპიუტერებისთვის საკმაოდ რთული შესასრულებელი იქნება, როგორიცაა მაგ.: ბანკის ტრანსაქციების დამცავი კოდების გატეხვა. ამჟამად, რამდენიმე ჯგუფს უკვე აქვს მტკიცე საბუთი იმისა, რომ კვანტური ფიზიკა მართლაც ახორციელებს რთული დონის ამოცანებს, რომლებსაც კლასიკური კომპიუტერები ვერასოდეს შეასრულებდნენ. ამ ჯგუფების მიერ შექმნილი ახალი მოწყობილობები გაცილებით უფრო მარტივი გასაკეთებელია, ვიდრე კვანტური კომპიუტერები, თუმცა მსგავს დავალებებს ისიც შეასრულებდა.

2010 წელს, კემბრიჯში, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის თეორიული კომპიუტერების მეცნიერებმა – სკოტ აარონსონმა და ალექს არხიპოვმა დაწერეს გრძელი სტატია. მასში განიხილავდნენ გარკვეულ კვანტურ ნაწილაკებს, როგორებიცაა ფოტონები, სინათლის კვანტები, ისეთი ქმედებები ახასიათებთ, რომლის პროგნოზირებაც ჩვეულებრივი კომპიუტერების გამოყენებით პრაქტიკულად შეუძლებელია. მათ აჩვენეს, რომ ფოტონების ურთიერთქმედებები აიხსნება მათემატიკური კანონებით, რომელიც, როგორც ბევრს მიაჩნია, „ექსპონენტალურად ნელია“ გამოსათვლელად, რაც იმას ნიშნავს, რომ დრო, რომელიც მას  შედეგის მისაღწევად სჭირდება, უნდა გაიზარდოს ექსპონენტალურად ფოტონების რიცხვის ზრდასთან მიმართებაში.

ვრცლად: nature