Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სამხრეთ კორეის ახლად არჩეული პრეზიდენტი ამომრჩევლებს მეცნიერების აყვავებას პირდება


სამხრეთ კორეის ახლად არჩეული პრეზიდენტი პარკ გეუნ ჰიი კამპანიის წარმოების დროს.

პარკ გეუნ ჰიი აღთქმას დებს, რომ გაზრდის ინვესტიციებს მთავარ სამეცნიერო კვლევებში, ასევე დააჩქარებს მთვარეზე დასაშვებ აპარატთან დაკავშირებულ გეგმებს.

სამხრეთ კორეის აყვავებულმა სამეცნიერო-კვლევებმა შესაძლებელია, ახალ სიმაღლეს მიაღწიოს, თუ მისი ახალი პრეზიდენტი საარჩევნო დაპირებას შეასრულებს. პარკ გეუნ ჰიიმ დამაჯერებლად დაამარცხა მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო არჩევნებში 19 დეკემბერს. იგი გახდება ქვეყნის პირველი ქალი პრეზიდენტი, როდესაც 25 თებერვალს პოსტს ჩაიბარებს.

სამოცი წლის პარკმა, რომელიც სეულის უნივერსიტეტში ელექტრონული ინჟინერიის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული, საარჩევნო კამპანიის დროს პირობა დადო, რომ მეცნიერებისა და ტექნოლოგიის განვითარების პოლიტიკა გახდებოდა მისი მთავრობის მუშაობის ქვაკუთხედი. პარკის კონსერვატიული საენური პარტია, რომელიც შეადგენს კორეის ამჟამინდელ მთავრობას პრეზიდენტ ლი მიუნგ ბაკის მეთაურობით, 2017 წლისთვის გეგმავს, 5%-ით გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტის ხარჯები (2011 წელს 4%-ით გაიზარდა) კვლევისა და განვითარებისთვის. მთავრობის ინვესტიცია მთავარ სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში  35%-და 40%-მდე გაიზრდება 2017 წლისთვის, როგორც პარკმა განაცხადა. იგი, ასევე, გეგმავს ახალი ყოვლისმომცველი ინოვაციური მეცნიერების სამინისტროს შექმნას, რომელიც გაემიჯნება ამჟამინდელი განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამინისტროს.

ვრცლად (ინგლ.): Nature