Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ღია კარის დღე სამინისტროში

DSC_7568

საჯარო სკოლებისა და რესურსცენტრების თანამშრომელთა პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები დღეს განათლების სფეროსა და მასმედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღია კარის დღეზე კომისიის წევრებმა დაინტერესებულ პირებს  მათთვის აქტუალურ კითხვებზე უპასუხეს და განცხადებების განხილვის პროცესში წამოჭრილი საკითხების შესახებ კონსულტაცია გაუწიეს.

კომისიის სახელზე სამინისტროსა და  შესაბამის რესურსცენტრებში 2013 წლის 14 იანვრის ჩათვლით 830 განცხადება შემოვიდა. ამ ეტაპზე 250-ზე მეტი განცხადების პირველადი განხილვა განხორციელდა, მომდევნო ეტაპზე კომისიის მიერ დასკვნები მომზადდება. კომისიის დასკვნა თავისი შინაარსით სამინისტროსათვის სარეკომენდაციო ხასიათისაა ვინაიდან, კომისია  გადაწყვეტილებას იღებს მხოლოდ პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლების ფაქტის დადასტურების ან უარყოფის შესახებ.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4406