Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ეროვნული არქივის 2012 წლის ანგარიში

24 საათი 17.01.13

35067_50f7cf0bbc7dc

იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 2012 წელს დოკუმენტების დიგიტალიზაციის პროექტები აქტიურად მიმდინარეობდა.

წლის განმავლობაში ციფრულ მატარებელზე გადაიტანეს წერილობითი დოკუმენტების 830 000 გვერდი, 2 247 ტექნიკური ნახაზი, 7 980 ფოტოს პოზიტივი და ნეგატივი, 300-ზე მეტი ფონოჩანაწერი.

კინოფოტოდოკუმენტების ცენტრალურმა არქივმა 2012 წელს მინის ფოტონეგატივის დასკანერებისათვის სპეციალური აპარატურა შეიძინა და 2 380 ნეგატივი, რომელიც მანამდე გაუშიფრავი იყო, დასკანერდა. ამავე არქივში 297 მხატვრული და 17 მულტიპლიკაციური ფილმის ფონოჩანაწერები მაგნიტური ფირებიდან ციფრულ ფორმატში გადაიტანეს.

საისტორიო ცენტრალურ არქივში XI-XIX საუკუნეების დოკუმენტების 80 000-მდე გვერდია გაციფრულებული. დიგიტალიზაციის პროცესი განხორციელდა უკონტაქტო სკანერით, რაც უზრუნველყოფს საუკუნეების წინანდელი დოკუმენტების მაქსიმალურად უსაფრთხო გადაღებასა და დაზიანებისგან დაცვას. სპეციალური ფოტოობიექტივი და განათება, რომლითაც აღჭურვილია უკონტაქტო სკანერი, დოკუმენტის უმცირეს დეტალსაც კი მაღალი ხარისხით აღბეჭდავს.

ვრცლად: http://24saati.ge/index.php/category/culture/2013-01-17/35067