Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჰოლანდიელი არქიტექტორები სახლის ასაშენებლად 3–განზომილებიან პრინტერს იყენებენ

Landscape House by Universe Architecture
ჰოლანდიური არქიტექტურის სტუდია – Universe Architecture 3-განზომილებიანი პრინტერის მეშვეობით პირველად გეგმავს სახლის აშენებას.

Landscape House by Universe Architecture
სახლის პროექტის ნაწილები – 6 x 9 მეტრამდე, დაიბეჭდება უზარმაზარი D-Shape printer-ით.

Landscape House by Universe Architecture
Universe Architecture-ის არქიტექტორი იტალიელ გამომგონებელთან ერთად, რომელმაც 3-განზომილებიანი პრინტერი შექმნა, ააშენებს სახლს.

Landscape House by Universe Architecture
3-განზომილებიანი ბეჭდვის ვებ-გვერდზე ციტირებულია ჰოლანდიელი არქიტექტორის სიტყვები: „ეს იქნება 3-განზომილებიანი პრინტერის მეშვეობით აგებული მსოფლიოში პირველი  შენობა. იმედი მაქვს მისი დასრულების შემდეგ, საზოგადოებას მისი ღიად ხილვის საშუალება ექნება.“

სახლის პროექტირებისთვის არქიტექტორთა ჯგუფი მუშაობს მათემატიკოს და მხატვარ რინუს რულოვსთან ერთად. ვარაუდობენ, რომ მისი დასრულება 18 თვეში იქნება შესაძლებელი.

3-განზომილებიანი პრინტერი დატოვებს ამოსავსებ სივრცეებს, რომელიც მეტი სიმტკიცისთვის შეივსება ბოჭკოვანი ბეტონით. შემდეგ, ამოვსებული ნაწილები სახლის ასაგებად ერთმანეთს შეუერთდება.

2009 წელს, არქიტექტორმა ანდრეა მორგანტმა შექმნა 3 მეტრის პავილიონი, რომელიც იმ დროს 3-განზომილებიანი პრინტერის მეშვეობით აგებული  ყველაზე დიდი ობიექტი იყო.

ვრცლად: dezeen