Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საატესტატო გამოცდები 2013

DSC_8300
საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში 2012-2013 სასწავლო წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდები  4+4 მოდელით, ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ეტაპი 2013 წლის 15 თებერვლიდან 1 მარტის ჩათვლით  გაიმართება, მეორე  ეტაპი - 2013 წლის 20 მაისიდან  29  მაისის ჩათვლით.

კონკრეტულ საგანში გამოცდის ფორმის არჩევის და  საგამოცდო განრიგის  საკითხების შესახებ გადაწყვეტილებას თავად    სკოლა იღებს.

გამოცდის ჩაბარების უფლება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დამამთავრებელი  კლასის მოსწავლეებს და იმ პირებს აქვთ, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად, შესაბამის წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი ვერ მოიპოვეს.

პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად  ვერ/არ ჩააბარა გამოცდები,  მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრირდება, რომელშიც  სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური დაძლია. ასეთ პირს უფლება აქვს პირველ ეტაპზე ყველა (8) დამამთავრებელი გამოცდა ჩააბაროს.

მოსწავლეებისა და ექსტერნების ინფორმირებასა და გამოცდებზე რეგისტრაციას    სკოლა უზრუნველყოფს.

წყარო:  http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4424