Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამა (PISA)-ს ალტერნატივა

ქვეყნებს შორის საგანმანათლებლო მიღწევების შედარებასთან დაკავშირებული კვლევები ფართოვდება, მაგრამ ამ მონაცემებით დასკვნის გაკეთება უფრო რთულია.

ზემოთ აღნიშნულმა ფაქტმა მშობლები ჩააფიქრა. მასწავლებლები პროტესტს გამოთქვამენ. პოლიტიკოსები კი თავს იწონებენ, თუ შედეგები პოზიტიურია, ხოლო თუ უარყოფითია, თავის წინამორბედებს ადანაშაულებენ. საერთაშორისო ლიგის ცხრილმა მთავარი როლი მოიპოვა საგანმანათლებლო პოლიტიკასთან დაკავშირებით წარმოებულ დებატებში.

მონაცემების დუელი ბოლო დროის ფენომენია. OECD-მა (განვითარებული ქვეყნების პარიზის პოლიტიკური ინსტიტუტი) გამოაქვეყნა საკუთარი პროგრამის – PISA  (მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო  პროგრამა) ფარგლებში, 1997 წლიდან მოყოლებული, ყოველ სამ წელიწადში წარმოებული კვლევის შედეგები – 15 წლის ასაკის მოზარდების უნარები კითხვაში, მათემატიკასა და მეცნიერებაში. TIMSS–მა (საერთაშორისო მათემატიკისა და სამეცნიერო კვლევების ტენდენციები) 1995 წლიდან ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ აწარმოა 9 და13 წლის ასაკის ბავშვთა მიღწევების შეფასება. 2011 წელს შედეგები დაემთხვა ხუთწლიან PIRLS-ის (საერთაშორისო წერა–კითხვის შესწავლის პროგრესის) შედეგებს, რომლის ფარგლებშიც 2001 წლიდან იკვლევდნენ 9 წლის ასაკის ბავშვთა კითხვით შესაძლებლობებს.

კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს მხოლოდ სურათებია: მათზე შეიძლება ნახოთ, რა ხდება, მაგრამ არა, რატომ. ახლა ახალბედა ორგანიზაცია ცდილობს უფრო ღრმა ანალიზი ჩაატაროს. Pearson-ის გამომცემლობამ "სასწავლო წირი" ( http://thelearningcurve.pearson.com/) გამოსცა, იგი შეადგინა "ეკონომისტის" კვლევების განყოფილებამ (Economist Intelligence Unit). იგი იყენებს არსებულ მონაცემებს, მაგრამ ამატებს კრიტერიუმები, როგორიცაა სკოლის დამთავრების ნიშნები, ზრდასრულთა წიგნიერება და სხვა.
20130119_IRC788_1
რეიტინგის ზედა ნაწილში შედეგი დიდად არ განსხვავდება (ფინეთი, ნონკონგი, ..) მაგრამ ქვემოთ ცვლილებები საყურადღებოა.

ვრცლად: The Economist