Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პრე-ისტორიული მიგრაცია : ავსტრალიელი ინდოელები

გენეტიკური ფაქტები ამტკიცებს იმას, რომ ოთხი ათასწლეულის წინ, თავგადასავლების მაძიებელ ინდოელთა ჯგუფი ავსტრალიაში გადავიდა.

კაცობრიობის წარმომავლობის ისტორიაში, ავსტრალია, ჩვეულებრივ, დავიწყებულ კონტინენტად არის მიჩნეული. არქეოლოგიაც და აბორიგენ ავსტრალიელთა გენებიც ამტკიცებენ იმას, რომ კაცობრიობას დაახლოებით 15 000 წელი დასჭირდა იმისათვის, რომ თავდაპირველი საცხოვრისიდან გასულიყო აფრიკის გარეთ და არაბეთის მხარეში ბაბ–ელ–მანდების სრუტის მეშვეობით ოზის მიწაზე გადასულიყო. ამგვარად, პირველი ავსტრალიელები ამ მიწაზე დაახლოებით 45 000 წლის წინ მოვიდნენ. მას შემდეგ, 1788 წლამდე, სანამ კაპიტანი არტურ ფილიპი სიდნეის ყურეში აღმოჩნდებოდა მაწანწალებით დატვირთული გემით და დააარსებდა New South Wales-ის კოლონიას, გენეტიკური კავშირი ავსტრალიასა და დანარჩენ მსოფლიოს შორის გაწყვეტილი იყო.

ისტორიის ეს ფრაგმენტი კითხვის ქვეშ დააყენა ავსტრალიელი აბორიგენი მამაკაცის Y ქრომოსომას აღმოჩენამ, რომელიც თითქოს, წარმომავლობით ინდოეთიდან იყო. თუმცა, დეტალები გაურკვეველი ჩანდა.

ამჟამად, ლაიპციგის მაქს პლანკის  სახელობის ევოლუციური არქეოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლის – ირინა პუგაჩისა და მისი კოლეგების კვლევამ, რომელიც ბოლო პერიოდში გამოქვეყნდა მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ნაშრომებში,  ამ ფაქტის სხვაგვარი ინტერპრეტაცია მოახდინა. დაახლოებით 4000 წლით ადრე, ვიდრე კაპიტანი ფილიპი და მისი მხიარული გუნდი მივიდოდნენ იქ და აბორიგენი მოსახლეობის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდნენ, როგორც ჩანს, ინდოელი თავგადასავლების მაძიებლები იმ ადგილს საკუთარ სახლს უწოდებდნენ. მათი ევროპელი შთამომავლებისგან განსხვავებით, ეს ადრეული მაცხოვრებლები ადგილობრივებთან ასიმილირებულები იყვნენ.

ვრცლად: The Economist