Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შეხვედრა მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებთან

DSC_8614

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში თემატური სამუშაო შეხვედრები გრძელდება. მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრის ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

სამუშაო შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სამინისტროსათვის პრიორიტეტულია სკოლებში ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების გაძლიერებულად სწავლება. ამ მიმართულებით პედაგოგთა გადამზადება და შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა მომავალში წარმატებით გაგძელდება.

სწავლების პროცესში ინფორმაციული ტექნოლოგიების ეფექტური გამოყენება და ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდოლოგიის დანერგვა პირდაპირკავშირშია სკოლებში შესაბამისი კათედრების გამართულ და მიზანმიმართულ საქმიანობასთან. აქედან გამომდინარე, მინისტრის მოადგილე სკოლებში მათემატიკისა და ინფორმატიკის კათედრების მუშაობით დაინტერესდა და ამ მიმართულებით პედაგოგთა პრობლემები, რეკომენდაციები და წინადადებები მოისმინა. შეხვედრის დასასრულს, ალუდა გოგლიჩიძემ აუდიტორიის  შეკითხვებსაც უპასუხა.

წყარო: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4431