Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახალი წიგნები ჩვენს ბიბლიოთეკაში

abbde7673395

კლარკი, ჯუდით. ხელოვნების ილუსტრირებული ისტორია / მთარგმნ. თ. ჯალაღანია; რედ.: ნ. თუხარელი, მ. ცაგარეიშვილი. – თბ.: საქართველოს მაცნე, 2010. – 224 გვ: ილ.
©MCMXCII Quintet Publishing Ltd. London, England
© გამომცემლობა „საქართველოს მაცნე“, 2010. თბილისი, საქართველო
ISBN 978-9941-16-050-9

წიგნი მოიცავს ყველა ძირითად ეტაპს ხელოვნებაში – რენესანსიდან დაწყებული მე-20 საუკუნის მას-კულტურით დამთავრებული. ტექსტი მოგვითხრობს ნოვატორებზე, რომელთა მიერ ინსპირირებულმა ცვლილებებმა და მიმდინარეობებმა გავლენა მოახდინა საზოგადოებასა და ხელოვნებაზე.
„ხელოვნების ილუსტრირებული ისტორია“ ინფორმაციის ფასდაუდებელ წყაროს წარმოადგენს. წიგნი მოგვითხრობს ხელოვნებაში წლების წინ დამკვიდრებული თემებისა და ჟანრების შესახებ, როგორიცაა შიშველი ფიგურა, ნატურმორტი, პეიზაჟი, ქალაქური ცხოვრება და სხვ. ფერწერის სტილში, ტექნიკასა და თემატიკაში მომხდარი ცვლილებები სწორედ მათი შექმნის დროს მიმდინარე მსოფლიო მოვლენებს ასახავს. კონკრეტული მხატვრების ნამუშევრები ანალიტიკურ მოდულებშია გამოყოფილი.
წიგნის ავტორი ჯუდით კლარკი, თავად პროფესიით მხატვარი და გრავიორი, რენესანსის პერიოდითა და თანამედროვე ხელოვნების ისტორიით არის სპეციალიზებული.
პირველ გვერდზე ყველა იმ ხელოვანის პორტრეტია წარმოდგენილი, რომელიც აღნიშნულ წიგნშია თავმოყრილი. დატვირთულია შესანიშნავი ილუსტრაციებით. წიგნის ბოლოს მოცემულია დროის დიაგრამები, რომელიც ქრონოლოგიურ-ისტორიულ პერსპექტივაში წარმოგვიდგენს დიდ მხატვრებსა და ძირითად მხატვრულ მიმდინარეობებს, ახლავს სახელთა ანბანური საძიებელი (ინდექსი).