Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბინაურალური ჩანაწერების კომპაქტდისკი უსინათლო ადამიანებს დაეხმარება

პოლონურმა ფონდმა „არი არი" და არასამთავრობო ორგანიზაცია „მარიანიმ" ერთობლივად მოამზადეს ბინაურალური ჩანაწერების კომპაქტ დისკი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველ ადამიანებს სივრცითი ორიენტაციის განვითარებაში დაეხმარება. დისკში შესულია თბილისის სხვადასხვა ქუჩაზე, მეტროსადგურებში, ასევე, მტირალა კლდის ახლოს, ნარიყალასა და სხვა ღირსშესანიშნავ ადგილებზე გაკეთებული ჩანაწერები. ჩაწერილია თბილისის ზოოპარკის ბინადართა ხმებიც, რაც საშუალებას მისცემს უსინათლო ბავშვებს მეტი ინფორმაცია მიიღონ გარეული თუ შინაური ცხოველების შესახებ, შეიმეცნონ გარემო ისეთი, როგორიც ის ნამდვილად არის.

ზუზანა სკიბინსკა ტიფლოლაბორატორიიდან აღნიშნავს: „ხმები წარმოადგენს ინფორმაციის მეტად მნიშვნელოვან წყაროს და სასწავლო საშუალებას მხედველობადაქვეითებული ადამიანებისათვის. ბინაურალური ჩანაწერების დახმარებით შეიძლება შეიქმნას სხვადასხვა გარემოს ხმოვანი მოდელი."

უსინათლო და მცირემხედველი ადამიანები ეფექტურად იყენებენ ბინაურალურ ჩანაწერებს,  რაც მათ  შემდეგ უადვილებთ მოსმენილ ადგილზე დამოუკიდებლად ორიენტირებას. ასეთი ჩანაწერები ასრულებენ იმავე ფუნქციას, რასაც, მაგალითად, კონკრეტული ადგილის სურათები ან გეგმები მხედველთათვის. სპეციალურ ბინაურალური ჩამწერს უერთდება მიკროფონები, რომელსაც ადამიანი იმაგრებს ყურებში და იწყებს ჩაწერას. ყურსასმენებით მოსმენისას, რჩება შეგრძნება, რომ მსმენელი ნამდვილად დგას იმ ადგილას, სადაც ჩანაწერი გაკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ ევროპასა და ამერიკაში ბინაურალური ჩანაწერების შექმნა უსინათლოთათვის დაიწყო, მათ წარმატებით იყენებენ მხედველი ადამიანებიც.

წყარო: http://mastsavlebeli.ge/index.php?action=news&npid=843