Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მედიკამენტების გამომგონებლებს 3-D კონტროლი უამრავ არჩევანს სთავზობს

shutterstock_112027526

იელის უნივერსიტეტის მეცნიერთა ჯგუფმა წარმოადგინა ახალი, მრავალმხრივი შესაძლებლობა მედიკამენტის მსგავსი შენაერთის სწრაფად შესაკრებად, რაც მედიკამენტის აღმოჩენისა და მკურნალობის ახალ გზას წარმოადგენს. ახალი აღმოჩენის შედეგები მათ ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნეს.

მედიკამენტის მოლეკულები თავიანთ სამიზნეებთან – პროტეინებთან და ენზიმებთან ურთიერთქმედებენ. ისინი იმგვარად ეკვრიან სამიზნეს, რომ ანეიტრალებენ მათ არასასურველ ეფექტს სხეულში. ამ მეთოდს, ხანდახან, „დაბლოკვისა და განბლოკვის“ მეთოდს უწოდებენ. ახალი მიდგომა მეცნიერებს სთავაზობს გაცილებით უფრო მეტ კონტროლს ძირითადი კლასის  მოლეკულური შენაერთების 3-განზომილებიან სტრუქტურაზე. ეს კი აიოლებს იმ მოლეკულების ფორმირებას, რომლებიც საკუთარ სამიზნეებთან სწორად ურთიერთქმედებენ.

„ამჟამად, გაცილებით მეტ კონტროლს ვფლობთ ამ კლასის მედიკამენტური შენაერთების ფორმირებასა და ორიენტირებაზე. ეს კი, გაცილებით მეტ მოხერხებულ შესაძლებლობას გვთავაზობს ეფექტური მედიკამენტების შესაქმნელად“ – განაცხადა იელის უნივერსიტეტის ქიმიკოსმა – ჯონათან ელმანმა, რომელიც ექსპერიმენტს ხელმძღვანელობდა.

ვრცლად: eurekalert.org