Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ნანო–ნაწილაკებს მალულად შეუძლიათ გვერდი აუარონ იმუნო–სისტემის დაცვით მექანიზმებს


იმუნოსისტემის უჯრედის რეცეპტორთან (ნაცრისფერი) მიბმის მეშვეობით, პროტეინის ხელოვნურმა კომპონენტმა (ყვითელი), შესაძლებელია, ხელი შეუშალოს სხეულს სამკურნალო ნანო-ნაწილაკების თავიდან მოცილებაში.

ხელოვნური პროტეინის ნაწილაკებმა, შესაძლოა, ნანო-მარცვლებს წამლის იმ ადგილზე მიწოდების შესაძლებლობა შეუქმნას, სადაც საჭიროა. 

როგორც ამერიკელმა მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა, მცირე ზომის ხელოვნურ პეპტიდებს შეუძლიათ, მალულად შეაპარონ მედიკამენტოზური ნანო-ნაწილაკები ყველაზე „ფხიზელ“ იმუნურ სისტემაში.

ეფექტურად მოქმედებისათვის, წამლებსა და მსგავს ნივთიერებებს სჭირდებათ დაავადებულ, ან სიმსივნურ უჯრედებში შეღწევა. მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერები გამუდმებით იგონებენ ნანო-ნაწილაკებს, რომლებიც ხელს უწყობენ მედიკამენტების საჭირო ადგილზე მიწოდებას, ყველა სამკურნალო მოლეკულა მომაკვდინებელი მტრის – იმუნური სისტემის წინაშე აღმოჩნდება ხოლმე. მისი მაკროფაგები შექმნილია იმისათვის, რომ აღმოაჩინოს სისხლში შეღწეული ნებისმიერი ნაწილაკი და ფაგოციტოზის სახელწოდებით ცნობილ პროცესში გაანადგუროს იგი.

ფილადელფიაში, ფენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა, ამჟამად, აღმოაჩინეს გზა იმისათვის, რომ შეაჩერონ მაკროფაგების მიერ მედიკამენტოზური ნანო-ნაწილაკების განადგურების პროცესი. მათ შექმნეს ჯვარისებრი მემბრანის პროტეინის მცირე სეგმენტი სახელწოდებით – CD4, რომელიც მიჩნეულია, რომ მაკროფაგებისგან უსაფრთხოდ არის დაცული.

ვრცლად: nature