Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ახლებურად დანახული მაღალი ტემპერატურის ზე-გამტარები


მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის (MIT) მკვლევართა მიერ შემუშავებულმა ახალმა მეთოდმა, რომელიც ზე-გამტარ მასალაში ელექტრონული სიხშირის ტალღების მოძრაობაზე დაკვირვებას უკავშირდება, ორი განსხვავებული სახეობის ვარიაციის აღმოჩენა განაპირობა: ამპლიტუდის (ანუ ინტენსივობის) და ფაზის ცვლილებები, მწვერვალის მსგავსი პოზიციების ცვალებადობა და ინტენსივობის მინიმუმი პოზიციები. ახალმა აღმოჩენამ, შესაძლებელია, გაამარტივოს ახალი სახეობის, გაცილებით უფრო მაღალი ტემპერატურის ზე-გამტარების აღმოჩენა.

მიუხედავად იმისა, რომ ზე-გამტარობის მოვლენა, რომლის დროსაც, უკიდურესად დაბალ ტემპერატურაზე, ზოგი ნივთიერება ელექტრო-ძაბვის მიმართ მდგრადობას კარგავს, ტემპერატურა, რომლის დროსაც ეს პროცესი მიმდინარეობს, ნებისმიერი პრაქტიკული გამოყენებისთვის კვლავ საკმაოდ დაბალი რჩება. 1980-იან წლებში ,,მაღალი ტემპერატურის" ზე-გამტარების (ნივთიერებები, რომლებიც კარგავენ მდგრადობას მინუს 140 გრადუს ცელსიუსამდე არსებულ ტემპერატურაზე) აღმოჩენამ წარმოშვა მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ ახალი აღმოჩენების მოზღვავებამ, შესაძლოა, განაპირობოს ოთახის ტემპერატურის ზე-გამტარების უახლოეს მომავალში შექმნა. ინტენსიური კვლევის მიუხედავად, ამ ნივთიერებების თვისებები კვლავ არ არის საკმარისად კარგად გაგებული.

მეცნიერები კვლავ ვერ შეთანხმდნენ მაღალი ტემპერატურის ზე-გამტარობის ერთადერთ თეორიასთან დაკავშირებით. თუმცა, ახლახანს, მასაჩუსეტსის ტექნოლოგიურ ინსტიტუტის  (MIT) მკვლევარებმა და სხვა მეცნიერებმა მიაგნეს ახალ გზას ცვალებადი ძაბვის ტალღების სიხშირის შესასწავლად, რაც ერთ-ერთი წამყვანი თეორიის საფუძველს წარმოადგენს. მკვლევარები აცხადებენ, რომ აღნიშნულმა ფაქტმა, შესაძლებელია, ხელი შეუწყოს მაღალი ტემპერატურის ზე-გამტარობის უკეთესად გაგებას, ასევე, უფრო მაღალი ტემპერატურის ზე-გამტარების აღმოჩენას.

ვრცლად: Science Daily - Science News