Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კურტ ვონეგუტი – ტიტანის სირენები

კურტ ვონეგუტი – ტიტანის სირენები -

sirens_of_titan

იზრუნეთ ხალხზე, ღმერთი თავისთავს თვითონ მიხედავს.

ვონეგუტის კითხვისას ყოველთვის  ჩემი ერთი მეგობარი მახსენდება, იმასაც თავისებური ენა აქვს და ახლა წერს პირველ სატირულ-ფანტასტიკურ წიგნს. წარმოვიდგენ ხოლმე, როგორ სხედან სადმე, ყოვლად არაინტელექტუალურ ადგილას და ამ  სამყაროზე ღადაობენ, მე კიდევ მათი საუბრის შინაარსი დიდად არ მესმის, უბრალოდ ბედნიერი ვარ მათ გვერდით რომ ვზივარ.

ვონეგუტის ნაწერებში მის ასაკს ვერასდროს მიხვდები, მისი იუმორი, ირონია და ფანტაზია ერთნაირად კარგია. აქაც, ისევე როგორც სხვა  ნაწარმოებებში, კიდევ ერთხელ ხედავ რა შტერი ხალხითაა დედამიწა სავსე, როგორ ვერ ვისწავლეთ ვერაფერი, რა უაზრო რაღაც შეიძლება გახდეს დიდი დაპირისპირების მიზეზი.

საშინელი ბრძოლები იმიტომ იმართება,  რომ რამდენიმე განსხვავებული სწორი გზა არსებობს.

იმის გამო, რომ “დედამიწა – უგუნურობის დაუსრულებელი კოშმარია”, ნაწარმოების მთავარი გმირი მატერიალიზაციას იწყებს და სხვადასხვა პლანეტებში მოგზაურობს. “მას სურდა მსოფლიო უკეთესობისკენ  შეეცვალა მარსის დიდი და დაუვიწყარი სუციდის მეშვეობით.”

მერე მარსიანელებისა და დედამიწელების ომი იწყება. არადა, მარსიც დედამიწიდან წასული ხალხით არის დასახლებული. ერთმანეთის განადგურებას იწყებენ.

დაიწყეს ერთმანეთის ხოცვა, რადგან სძულდათ ერთმანეთის  უაზრო რაღაცეები, შემდეგ აღმოაჩინეს, რომ კაცთ კვლა არც ისე კარგად გამოსდიოდათ და იგივეს კეთებაში მანქანები დაიხმარეს. 

ყველაზე საინტერესო მაინც მელექი კონსტენტის (არ ვიცი სწორად გადმოვაქართულე თუ არა Malachi Constant) და მამამისის გამდიდრების ისტორიაა. ფული აქციების ყიდვით იშოვა, რომელი კომპანიის აქცია შეერჩია, ამას ბიბლიის ტექსტის მიხედვით ირჩევდა. არ ეთამხმებოდა მოსაზრებას, რომ უზარმაზარი სიმდიდრის გამომუშავება მხოლოდ უზარმაზარი ნიჭით არის შესაძლებელი.

“მაშინ უნდა ისწავლო როცა სწავლის ხასიათზე ხარ. ერთადერთი რამ, რაც ოდესმე მისწავლია ისაა, რომ ზოგი ადამიანი ბედნიერია, ზოგი არა და ჰარვარდის ბიზნეს სკოლა დაამთავრებულიც ვერ გეტყვი, რატომ”.

ომი და მისი კოშმარები ვონეგუტს ყველაზე მეტად, მგონი, აქ აწუხებს, კონსტენტს ომში ტვინს გაუსუფთავებენ და რობოტი ხდება, ბრძანებებს ასრულებს, საერთოდ ყველა ბრძოლა რობოტულია, ჩემი აზრით. რიგით ჯარისკაცებს ყოველთვის “ზე კაცნი” გარკვეული მიზნისთვის იყენებენ. ისინიც პატრიოტიზმის სახელით უსიტყვოდ ასრულებენ ყველაფერს.

კურტ ვონეგუტი

კურტ ვონეგუტი

თუ კითხვა გაუგებარია, პასუხიც ასეთივე იქნება.

გაურკვეველი ომიდან დაბრუნებული კონსტენტი ადაპტაციას ვეღარ ახერხებს და მოპოვებული თავისუფლება აღარაფერში სჭირდება.

ვონეგუტმა ყველაფერი რაც იყო, ყოველთვის იქნება და ყველაფერი რაც მომავალში მოხდება, მანამდე უკვე იყოო, სამყარო ნაგვით სავსე ეზოა, სადაც ყველაფერი ძალიან ძვირი ღირსო და ცხოვრება სასაცილოა, როცა მასზე ფიქრს შეწყვეტო. ომები კიდევ იქნება, ამ წლების განამვლობაში ვერაფერი ვისწავლეთო.

ყველაზე ცუდი, რაც შეიძლება დაემართოს ადამიანს ისაა, რომ არავინ არაფრისთვის აღარ გამოგიყენოს.

აი აქ უკვე ნიკა ჩერქეზიშვილის “არავინ მყავს და არავის ვყავარ” მახსენდება. იმაზე საშინელება მართლა არაფერია, როცა არავის აინტერესებს როგორ ხარ, თუმცა ომის დროს ადამიანი ყველაზე ბოლო რიგში დგას.

პ.ს. არავის უნდა საქართველოში ვონეგუტის რამე მაინც გამოსცეს? “დროის რღვევაც” აღარ იშოვება


  [საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]