Skip navigation.
მთავარი

ციტირების ინდექსის დადგენა

გთავაზობთ მეცნიერის ციტირების და H ინდექსების დადგენას Google Scholar-ის, Scopus-ისა და Web of Science-ის სამეცნიერო ბაზების მონაცემებზე დაყრდნობით. შეიტყვეთ მეტი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

სამეცნიერო კვლევების გამჭვირვალობის გასაფართოვებლად შეიქმნა "ღია მეცნიერების" ახალი ცენტრი

cos_logo

სამეცნიერო კვლევა მიზნად ისახავს ცოდნის შექმნას იმის შესახებ, თუ როგორ ფუნქციონირებს სამყარო. ცოდნის თავმოყრა ხდება მაშინ, როდესაც მეცნიერები აწარმოებენ კვლევებს, შედეგებს კი სხვებს უზიარებენ, რაც სხვა მეცნიერებს შესაძლებლობას უქმნის, დაადგინონ შეცდომები, ან გააფართოვონ მიღწეული შედეგები უფრო მეტი ცოდნის მისაღებად.

თუმცა, სამეცნიერო კვლევის უდიდესი ნაწილი სრულებით არ არის გაზიარებული, განაცხადა ვირჯინიის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ხელოვნების კოლეჯის ფსიქოლოგიის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა - ბრაიან ნოსეკმა, რომელიც ღია მეცნიერების ახალი ცენტრის თანა-დამფუძნებელია.

ლაურა და ჯონ არნოლდების ფონდის მიერ 5.25 მილიონი დოლარის გრანტით დაფინანსებული ცენტრის მიზანია, გააუმჯობესოს სამეცნიერო მოღვაწეობა და ურთიერთობები. ამგვარი ცენტრი პირველად დაფუძნდა.

ცენტრის წევრები შექმნიან შესაძლებლობებს სამეცნიერო-კვლევითი პროცესების გასაუმჯობესებლად და აღმოჩენების გამჭვირვალობის ხელშესაწყობად. იგი, აგრეთვე, ახალი ინიციატივებით უზრუნველყოფს მეცნიერებს ახალი კვლევითი საქმიანობების საწარმოებლად და წინა საქმიანობების ხელმეორედ განსახორციელებლად, მიღებული შედეგების სიზუსტის დასამოწმებლად.

ვრცლად: eurekalert.org

ცენტრი: http://www.centerforopenscience.org/

მიმართულებები: Open Science Framework, Open Science Collaboration, Reproducibility Project.

გრანტების შესახებ: contact@centerforopenscience.org