Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

წამყვანმა ფსიქოლოგიურმა სამეცნიერო ჟურნალმა განმეორებითი კვლევისთვის ახალი ინიციატივა წამოიწყო

სამეცნიერო კვლევების შედეგების განმეორებით აღწარმოება სამეცნიერო პროცესის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით, მთელი რიგი მიზეზების გამო, განმეორებითი კვლევები იშვიათად ქვეყნდება. ამჟამად, წამყვანმა ჟურნალმა ახალი გზა მონახა კარგად შემუშავებული განმეორებითი ფსიქოლოგიური კვლევების ხელშესაწყობად და გამოსაქვეყნებლად.

ფსიქოლოგიური მეცნიერების ასოციაციის ჟურნალის "Perspectives on Psychological Science" -ის მიერ წამოწყებულია ახალი ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს მრავალი სამეცნიერო ცენტრის მიერ განმეორებითი სამეცნიერო კვლევის ჩატარების ხელშეწყობას. ამ ინიციატივის ერთ-ერთ ნოვატორულ მახასიათებელს წარმოადგენს ახალი სახეობის სტატია, რომელშიც განმეორებითი სამეცნიერო კვლევითი პროექტების რეფერირება ხდება მონაცემთა მიღებამდე.

შემუშავდა ახალი მიდგომა, რომელიც მკვლევარებს უფრო მეტ სტიმულს სთავაზობს განმეორებითი კვლევების საწარმოებლად. იგი ითვალისწინებს კვლევების განმეორებითი წარმოების დროს იგივე მეთოდებით სარგებლობას, რომელიც თავდაპირველი ექსპერიმენტის დროს იყო გამოყენებული, თუმცა განსხვავებული - ობიექტებით.

ტრადიციულად მეცნიერი უფრო ფასდება ორიგინალური კვლევის შედეგებით და არა, მისი განმეორებით.  ახალი ინიციატივის მიზანს წარმოადგენს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილის განმეორებითი წარმოების ხელშეწყობა.

ვრცლად: http://www.eurekalert.org