Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

პეიტინგერის ანუ პევტინგერის რუკა

Part-13_small

ეს არის ძველი რომაული საგზაო რუკის პერგამენტის ასლი, რომელიც  შეიქმნა XIII  საუკუნეში კოლმარელი ბერის მიერ. მასზე გამოსახულია რომის გზები და იმპერიის  ძირითადი ქალაქები. რუკამ სახელი მისი ერთ  - ერთი მფლობელის, გერმანელი ჰუმანისტისა და სიძველის მოყვარულის, კონრად  პეიტინგერის სახელის მიხედვით მიიღო.
2007წ. პეიტინგერის რუკა  იუნესკოს ,,მსოფლიო ნუსხაში’’-  შევიდა.
სავარაუდოდ , რუკა ბოლოს შესწორებულია IV საუკუნეში. ამის საფუძველს იძლევა რუკაზე აღნიშნული კონსტანტინეპოლი, რომელიც კონსტანტინე დიდმა 330 წ. დააარსა. ამასთანავე, პეიტინგერის რუკაზე აღნიშნულია ქალაქები თანამედროვე გერმანიის ტერიტორიიდან, რომლებიც დანგრეულ ან დატოვებულ იქნა  V საუკუნეში. ეს კი მეტყველებს იმაზე, რომ V საუკუნეში რუკაზე არავითარი ცვლილებები აღარ შეჰქონდათ.
     1494 წ. ცელტისის მიერ ვორმსის ბიბლიოთეკაში აღმოჩენილი რუქა. 1508წ.  მისი სიკვდილის შემდეგ ანდერძის მიხედვით   მის მეგობარს, კონრად პეიტინგერს გადაეცა (1465-1547წწ.)
    1591 წ. რუკა ნაწილობრივ იქნა გამოქვეყნებული ჟანა მორეს საგამომცემლო სახლის მიერ ,,Fragmenta tabule antique’’- ს სახელწოდებით.
     რამოდენიმე წლის შემდეგ 1598 წ. დეკემბერში იმავე საგამომცემლო სახლმა ანტვერპენში გამოუშვა რუკის სრული ვარიანტის ასლი.
     პეიტინგერების ოჯახი რუკას 1714 წ. ფლობდა, შემდეგ იგი 100 დუკადად შეიძინა  ევგენი სავოისკიმ.
     ამჟამად პეიტინგერის რუკა ინახება ავსტრიაში ვენის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში და იშვიათად დემონსტრირდება მნახველთათვის.
შედგება 14 ფურცლისაგან. მთლიანად რუკის სიგრძეა 6,75 მ, სიგანე 0, 34 მ. მასზე გამოსახულია რომის გზები 200 000 კმ. რუკის პირველ ნაწილზე არის  შავ - თეთრი ფრაგმენტი. ეს არის პირველი  ფურცლის აღდგენის მცდელობა, რომელიც 1887 წ. შესარულა კონრად მილერმა.  

თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში წარმოდგენილია   პეიტინგერის რუკის ასლი ორიგინალის ზომებში. მსურველებს შეგიძლიათ მობრძანდეთ ყოველდღე 10:00 – 18:00–საათამდე.

ეროვნული სამეცნიერო ბილიოთეკა
ალექსიძის ქ.1/4

სურათზე (ზემოთ) მოყვანილი რუკის მე-13 ფრაგმენტი, რომლეზეც გასაგებად იკითხება იბერია, ალბანეთი, მტკვარი, კოლხები, ..