Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ბაყაყი, რომელიც პირიდან შობს, მკვრეთით აღდგა

frog_gastric200
მათ, ვინც იურიულ პარკზე ოცნებობს, კიდევ მოუწევთ მოცდა „დეზექსტინქტიონისტური“ პროგრესის მხრივ. და მაინც, გასტროენტერული ინკუბაციის მშვენიერი ბრტყელი ბაყაყის სიცოცხლეში დაბრუნება, თავისი სახალხო სახელწოდებით, ძალიან შთამბეჭდავია. გაითვალისწინეთ, რომ ამფიბიები დედამიწწაზე დინოზავრებამდეც არსებობდნენ და რომ მათი აღმოჩენიდან 10 წლის შემდეგ გადაშენებული Rheobatrachus silus-ები მსოფლიოში ერთადერთი სახეობები იყვნენ, რომლებიც კუჭში ახდენდნენ კვერცხების ინკუბაციას.

ედ იონგი, თავის ბლოგ Not Exactly Rocket Science-ზე აღწერს გზას, რომელიც გაიარა მიკ არჩერმა, Lazarus Project-ის ავსტალიელმა ბიოლოგმა, რათა მკვდრეთით აღედგინა (თითქმის)ამ სახეობის ბაყაყი. რადგანაც, რეალურად, მეცნიერებმა მხოლოდ იმას მიაღწიეს, რომ მიიღეს ემბრიონები გასტრულაზე ოდნავ მეტად განვითარებულ  სტადიაში.

Southern-gastric-brooding-frog-in-tank-and-still-of-young-in-adults-mouth

გასტროენტერული  ინკუბაციის ბაყაყი უკანასკნელად 1981 წელს ნახეს ავსტრალიაში ქუინსლანდის მთებში. მისი რეპროდუქტიული მდგომარეობა პირველად  1974 წელს აღწერა მიკ ტეილერმა, ამან უნდობლობა გამოიწვია მეცნიერულ წრეებში, იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ ცხოველს შეეძლო თავის კუჭში კვერცხების ინკუბაცია.  ცნობილი გახდა, რომ განაყოფიერებული კვერცხების გადაყლაპვის შემდეგ კუჭი წყვეტდა წვენის გამოყოფას, ამის შემდეგ წარმოიქმნებოდნენ თავკომბალები, რომლებიც თვითონ გამოყოფდნენ ლორწოს საჭმლის მონელების შესასუსტებლად. განვითარების ექვსი კვირის განმავლობაში დედა არ ჭამდა არაფერს და კანით სუნთქავდა, რადგან ფილტვები გაბერილი მუცლის წნევის ქვეშ ითიშებიდა. საბოლოოდ კი ოცამდე პატარა ბაყაყი გადმოდიოდა პირიდან „ღებინების ექსპულსიის“ მოძრაობის შედეგად. 

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.slate.fr/lien/69593/grenouille-accouche-par-bouche-resurrection