Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ჩანაწერები სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობის შესახებ

7598c90f1082

დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

არგენტინაში სკოლის მოსწავლეები დილას ფიცით იწყებდნენ: „ჩვენ ჩეს დავემსგავსებით“. ბოლივიელ გლეხებს ის წმინდანად ჰყავდათ წარმოდგენილი, ხოლო სიტყვები: „მას ჩემზე მეტად ჩამოყალიბებული რევოლუციური იდეები ჰქონდა. ის მე მჯობდა“ – თავად ფიდელ კასტროს ეკუთვნის.

ჩე გევარა – ასე გაიცნო იგი არა მარტო კუბამ, არამედ მთელმა მსოფლიომ. ის უყვართ ან სძულთ, რადგან მისი სახელი ზოგისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლასთან ასოცირდება, ზოგისთვის კი სასაკლაოსთან.

რევოლუცია, თავისუფალი აზრი, შეუპოვრობა, თავგადასავლებისა და მოგზაურობის სიყვარული ერნესტო ჩე გევარას, როგორც პიროვნების, მთავარი თვისებები იყო. გარდაცვალების შემდეგ მისი სახელი ბრძოლისუნარიანობის, თავისუფლების სიყვარულისა და დაუმორჩილებლობის სინონიმად იქცა. „ის არის არა მხოლოდ ინტელექტუალი, არამედ ყველაზე სრულყოფილი ადამიანი ჩვენი დროის.“- წერს ჟან პოლ სარტრი.

ძირითადად ახალგაზრდები მოვიდნენ წიგნის მაღაზია „დიოგენეში“, სადაც ერნესტო ჩე გევარას „მოტოციკლისტის დღიურის“ პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც გამომცემლობა „დიოგენემ“ გამოსცა.

1952 წელს ლექციებითა და გამოცდებით გაბეზრებული სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი, ერნესტო გევარა, მეგობარ ალბერტო გრანადოსთან ერთად ტოვებს ბუენოს აირესს და სამხრეთ ამერიკაში მოგზაურობას იწყებს. „მოტოციკლისტის დღიური“ სწორედ ამ მოგზაურობას აღწერს. ამ ჩანაწერების ავტორი 23 წლისაა. მისთვის ჯერ არ შეურქმევიათ მეტსახელი „ჩე“, ჯერ კიდევ წინაა კუბის რევოლუცია და ფათერაკებით სავსე, ლეგენდარული ცხოვრება, რომლის გამოც ჩე გევარას მეოცე საუკუნის დონ კიხოტს უწოდებენ. ეს წიგნი მეოცნებე, სამყაროსა და საკუთარი თავის შეცნობის ჟინით შეპყრობილი ახალგაზრდა მოგზაურის დღიურია.

როგორც ცნობილია, 2004 წელს უოლტერ სალესმა „მოტოციკლისტის დღიურის“ მიხედვით ამავე სახელწოდების ცნობილი ფილმი გადაიღო. 

წიგნის პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა შეხვედრა მთარგმნელთან _ თამარ ლომიძესთან. „საქმე ის არის, რომ ჩე გევარა გაორებული იყო. სწამდა, რომ მისი მიზანი რეალური იყო, ხოლო ამ მიზნის განხორციელებისთვის ბრძოლა – გამართლებული. მიზანს წარმოადგენდა „ჯაჭვური რევოლუცია“ სამხრეთ ამერიკაში. მისი განხორციელება ბოლივიაში უნდა დაწყებულიყო, შემდეგი იქნებოდა არგენტინა... ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნებშიც დაიწყებოდა რევოლუციური პროცესები... და ასე გაგრძელდებოდა მანამ, სანამ ამერიკის შეერთებული შტატები უარს არ იტყოდა ებატონა მესამე მსოფლიოს ქვეყნებზე. ჩე გევარას სწამდა, რომ ამისთვის უნდა ებრძოლა, მეორე მხრივ კი, იცოდა (და არც მალავდა ამას), რომ მისი მიზანი ილუზორული იყო. „რევოლუციის შემდეგ, - ამბობდა ის, - ტექნოკრატები და ბიუროკრატები მუშაობენ. რევოლუციონერები კი კონტრრევოლუციონერები ხდებიან.“ – ამბობს თმარ ლომიძე.