Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ოსნე საიეშტადი – გროზნოს ანგელოზი

ოსნე საიეშტადი – გროზნოს ანგელოზი -

გროზნოს ანგელოზი - ოსნე საიეშტადი

Åsne Seierstad - Angel of Grozny: Inside Chechnya

ოსნე მგონი იმიტომ წერს, რომ ყველა წიგნის წაკითხვის შემდეგ მაფიქრებინოს, რა კარგია საქართველოში რომ დავიბადე. ეს ფრაზა პირველად ოსნეს “ქაბულელი წიგნებით მოვაჭრის” წაკითხვის შემდეგ აღმომხდა და ახლა “გროზნოს ანგელოზის” დასრულების შემდეგაც იგივე გრძნობა აქვს.

ყოველთვის მაინტერესებდა ჩეჩნეთში მიმდინარე ამბები, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ყველაზე ნათელ სურათს ნორვეგიელი ჟურნალისტ-მწერალი დამიხატავდა.

ოსნე საიეშტადი ჩეჩნეთში ჯერ 90-იან წლებში მიმდინარე ომის დროს იმყოფებოდა, მერე ისევ დაბრუნდა შამილ ბასაევის დროს.

ამ წიგნში ცალსახად იკითხება ორი რამ – ჩეჩნები მეომარი ხალხია – ჩეჩენი ან აფანატებს ერთ ლიდერზე ან იბრძვის, არ არსებობს მესამე ვარიანტი. რუსეთი კი ჩვეულებრივი დამპყრობელი ქვეყანაა – პუტინი ამ წიგნშიც (ჩეჩნების ცხოვრებაშიც) პუტინობს. თუმცა ყველაფერი გაცილებით რთულადაა და როგორ ჩამოყალიბდნენ ჩეჩნები ისეთებად, როგორებიც არიან, კარგად ჩანს იმ ბავშვების მაგალითზე “გროზნოს ანგელოზში” მრავლად რომ არიან.

ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ჩეჩნეთი ჯოხარ დუდაევი მეთაურობით თვითაღიარებულ რესპუბლიკად გამოცხადა და რუსეთმა გადაწყვიტა ჭკუა ესწავლებინა, ჩეჩნები მსოფლიო თანამეგობრობას უყურადღებობაში ადანაშაულებდნენ.

“იმ დროს, როდესაც რუსეთი ჩვენს სოფლებს ბომბავს, თქვენ მხოლოდ მხრებს იჩეჩავთ და იმითაც კმაყოფილები ხართ, რომ თავად არაფერი გემუქრებათ”

მერე ამას მოგვიანებით ტერორისტული აქტები მოჰყვება, “ნორდ ოსტის” მსგავსი, 18 წლის გოგოები თავებს აიფეთქებენ.

“როდესაც ჩვენი სოფლები იბომბება ყურსაც არავინ იბერტყავს, მაგრამ როგორც კი რესპუბლიკის საზღვრებს ვცდებით , მსოფლიო პრესის წარმომადგენლები აქეთ გამორბიან და სენსაციურ ფაქტებზე ნადირობენ.”

ჩეჩნეთში ოჯახი აღარ რჩება, სადაც 3-4 შვილი გარდაცვლილი ან უგზო უკვლოდ დაკარგული არ ჰყავდეთ. იქაურები ორ ნაწილად იყოფიან – ბევრი შამილ ბასაევს უერთდება და საკუთარი ქვეყნისთვის დამოუკიდებლობისთვის იბრძვის. სხვები ფიქრობენ, რომ ომი აღარ არის საჭირო, დაიღალნენ და რუსების მიერ დანიშნული პრეზიდენტების მამა-შვილი კადიროვის მორჩილების დროა.

რამზან კადიროვმა ისეთი სისტემა შექმნა, ორუელი გაგახსენდება მაშინვე, მაგალითად, აქვთ ინოვაციების განყოფილება, რომლის თანამშრომლებიც ამბობენ, რომ ისეთ აქციებს აწყობენ, როგორიც ადრე არასდროს ყოფილა – იმ არტისტებსა და მუსიკალურ ჯგუფებს იწვევენ, რომლებიც ჩეჩნეთში ადრე არ ჩამოსულან. (აქ დეპარდიეს კადიროვთან სადილი მახსენდება, ინოვაციური იყო)

ჩამოიყვანს “მის მსოფლიოზე” მონაწილე გოგოებს, თვითონ კი აწყობს  ”მის ჩეჩნეთს” – გამარჯვებულად ის გოგონა სახელდება, რომელიც სამზარეულოში თავს გამოიჩენს და რომელმაც ტრადიციები ყველაზე უკეთ იცის.

ოსნე საიეშტადი

ოსნე საიეშტადი

პარალელურად რუსეთში სულ უფრო იზრდება ჩეჩნებისადმი სიძულვილი, ფიქრობენ, რომ ისინი ტერორისტებად იბადებიან, ამიტომ ეს ერი უნდა განადგურდეს. მიუხედავად იმისა, რომ რუს ჯარისკაც ნიკოლაის საკუთარ არმიაში საზიზღრად ექცევიან, ყველანაირ უფელებას ურღვევენ და საკუთარ თავს ერთჯერად ჯარისკაცს უწოდებს, რადგან ნაღმზე აფეთქდა და აღარავის სჭირდება, მაინც ამბობს, “პუტინი კარგია ცდილობს ჩვენი ქვეყნის მთლიანობა შეინარჩუნოს”.

ქალთა უფლებები ჩეჩნეთში დაახლოებით ისეთივეა როგორც ავღანეთში

“დედაკაცო, შენს მეუღლეს დაემორჩილე, მამაკაცისთვის თავის გატოლებას ნუ შეეცდები, რაც არ უნდა იყოს  ქალი მაინც ქალია და ყველაფრის გაკეთება არ შეუძლია’.

ამ წიგნის მთავარი ღირსება ისაა, რომ ოსნე მოვლენებს აღწერს ჩეჩნეთის იმ ადგილიდან, სადაც ჟურნალისტები დაცვით შეჰყავთ, იქიდანაც, სადაც არავის უშვებენ და ის ჩეჩნურად გადაცმული იმალება, ბოლო ნაწილი მოსკოვს ეხება. ჟურნალისტია და ყველა მხარის ჩვენებას რომ ცდილობს, ბუნებრივია. მთავარი ისტორიებია, რაც აქ მოხვდა.

ოსნეს ყველგან უმტკიცებენ, რომ არსად არავის უფლება არ ირღვევა, ისიც ამაოდ სვამს საწინააღმდეგო კითხვებს. ამ დროს ჩემი ყარაბაღელი ნაცნობი მახსენდება, ერთ-ერთ შეხვედრაზე ამტკიცებდა რომ “არცახი” (ყარაბაღი) ყველაზე დემოკრატიული ქვეყანაა მსოფლიოში, ამ დროს შვეიცარიელმა იკითხა, ჩვენ ერთნაირად გვესმის დემოკრატიის განმარტებაო?

მიყვარს ოსნესნაირი მაგარი გოგოები.

ესეც წიგნის მთავარი გმირები

ჯოხარ დუდაევი - დამოუკიდებელი ჩეჩნეთის პრეზიდენტი სალმან რადუევი - მეთაური, დუდაევის თანამებრძოლი ასლან მასხადოვი - იჩქერიის პრეზიდენტი შამილ ბასაევი - საველე მეთაუარი მამა კადიროვი - ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტი რამზან კადიროვი - ჩეჩნეთის აჟამინდელი პრეზიდენტი ჩეჩენი ქალები - "ნორდ ოსტის" ტრაგედია ანა პოლიტკოვსკაია - რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პუტინი
[საიტიდან "მკითხველის ბლოგი"]