Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ლინ ჰვაი-მინის გზავნილი მსოფლიოს

b2a9a1b0aa2e

დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტი (ITI) ყოველი წლის 21 აპრილს ცეკვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს.

22 აპრილს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითმა ინსტიტუტმა, ილიაუნის წიგნის მაღაზია „ლიგამუსში“ მოაწყო ტაივანელი ქორეოგრაფის ლინ ჰვაი-მინის ნამუშევრის ვიდეოჩვენება სახელწოდებით „Songs Of The Wanderers“, რომელშიც გამოყენებულია ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ნიმუშები, ანსამბლ „რუსთავის“ შესრულებით. 

„ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში დაცულია მდიდარი ვიდეოფონდი, სადაც არაერთი მნიშვნელოვანი ჩანაწერი ინახება. ქორეოგრაფიული დადგმებიდან ამჯერად შევარჩიეთ სწორედ იმ ქორეოგრაფის ნამუშევარი, რომლის გზავნილიც თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტმა 21 აპრილს, ცეკვის საერთაშორისო დღეს, მთელ მსოფლიოში გაავრცელა.

წლევანდელი გზავნილის ავტორი ტაივანელი ქორეოგრაფი ლინ ჰვაი-მინია, ვისთვისაც ცეკვა სიცოცხლის მეტაფორაა. მისი დადგმები ერთმანეთზე საინტერესოა, მაგრამ ამოვარჩიეთ „Songs Of The Wanderers“, რომელშიც გამოყენებულია ქართული ხალხური სიმღერების ცნობილი ნიმუშები ანსამბლ „რუსთავის“ მონაწილეობით. ამ დადგმაში კარგად ჩანს „ქლაუდგეითის ცეკვის თეატრის“ დამაარსებლის გამორჩეული ხელწერა, საოცარი უნარი, გვაგრძნობინოს ადამიანის სხეულის ენერგეტიკა, მისი პლასტიკური ხიბლი, თავისუფლების ძალა. ლინ ჰვაი-მინის ქორეოგრაფია ხატოვანია. იგი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქორეოგრაფიული ნახაზის სისადავეს, სრულყოფილ შესრულებას, სხეულით გადმოცემულ მუსიკას, რომელიც ამ შემთხვევაში, ჰარმონიულად ერწყმის ქართულ ხალხურ სიმღერებს. მიხარია, რომ მაყურებლისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის, ჩვენს მიერ შერჩეული დადგმა საინტერესო აღმოჩნდა.“ – ამბობს თეატრთმცოდნე და მკვლევარი, თამარ კიკნაველიძე.

ლინ ჰვაი-მინის გზავნილი

ყოველ წელს ცეკვის საერთაშორისო დღეს მსოფლიოში ვრცელდება გზავნილი. წლევანდელი გზავნილის ავტორი სწორედ ლინ ჰვაი-მინია. ქართველი მაყურებელი წარმოდგენის ჩვენებამდე ამ გზავნილს გაეცნო: „წარმოქმნილი ემოციები ფორმირდებიან სიტყვებში. თუ სიტყვები არ არის საკმარისი, ისინი ფორმირდებიან სუნთქვაში. თუ სუნთქვა არ არის საკმარისი, სიმღერაში. თუკი სიმღერაც არ არის საკმარისი, მაშინ ქვეცნობიერად ჩვენ გამოვხატავთ ემოციებს მოძრაობით.
ცეკვა ძლიერი გამოხატვის ფორმაა. ის ესაუბრება ცასა და მიწას. ის გადმოსცემს ჩვენს სიხარულს, შიშებსა და სურვილებს. ცეკვა გადმოსცემს უხილავს. ის ასახავს ადამიანურ მდგომარეობას, ადამიანის განწყობასა და ხასიათს.

როგორც მსოფლიოს სხვა კულტურები, ტაივანის ადგილობრივი მოსახლეობა ცეკვავს წრეში. მათ წინაპრებს სჯეროდათ, რომ ბნელი ძალები წრეში ვერ შეაღწევდნენ. ხელჩაკიდებულები, ისინი უზიარებენ ერთმანეთს სითბოს და მოძრაობენ საერთო რითმში. ცეკვა აერთიანებს ადამიანებს. ცეკვა იქმნება წამიერად. მოძრაობები იქმნებიან და ქრებიან. ცეკვა სწორედ ამ წამიერ მდგომარეობაში არსებობს. ის ძვრიფასია. ის თავად სიცოცხლის მეტაფორაა. 

ციფრულ ეპოქაში მოძრაობები მილიონობით სახეს იძენენ. ეს ყოველივე განსაცვიფრებელია. მაგრამ ისინი ვერასოდეს შეცვლიან ცეკვას, რადგანაც სახე უსიცოცხლოა. ცეკვა კი სიცოცხლის ზეიმია. მოდი, გამორთე ტელევიზორი, კომპიუტერი და იცეკვე. გამოხატე საკუთარი თავი ამ ღვთაებრივი და ღირსეული საშუალებით, რომელსაც სხეული ჰქვია. მოდი იცეკვე და შეუერთდი ხალხს რითმულ ტალღებში. დაიჭირე ეს უძვირფასესი წამი და იზეიმე სიცოცხლე ცეკვის საშუალებით.“

ლინ ჰვაი-მინი

ლინ ჰვაი-მინი, გერმანიის „მოვიმენტოს“ საერთაშორისო ცეკვის კონკურსის ჟიურის წევრი, თავს „ცეკვის მოწინავე ნოვატორად“ თვლის. მას მიაჩნია, რომ „უტოლდება საუკუნის ისეთ არტისტებს, როგორებიცაა: უილიამ ფორსაიტი, ჯორჯ ბალანჩინი, ბირგიტ კულბერგი“... 

2013 წლის ივლისში ლინი მარტა გრეჰემის, მერს კანინგჰემის და პინა ბაუშის მსგავსად მიიღებს პრესტიჟულ „სემუელ ჰ. სკრიპსის ამერიკული ცეკვის ფესტივალის“ ჯილდოს „ცხოვრებისეული მიღწევებისთვის“. ფესტივალის განცხადებაში წერია: „ხელოვნების ამ ფორმაში შეუპოვარმა, თავგამოდებულმა მოღვაწეობამ ბატონი ლინი აქცია დღევანდელობის ერთ-ერთ ყველაზე დინამიურ და ინოვაციურ ქორეოგრაფად... მისი ქორეოგრაფიული ბრწყინვალება სცილდება საზღვრებს და ახალ განსაზღვრებას აძლევს ხელოვნების ამ სფეროს.“ ის იქნება ამ ჯილდოს პირველი ლაურეატი, რომელიც არ არის დაფუძნებული არც ევროპაში და არც ამერიკაში. 

საკუთარ სამშობლოში, ტაივანში, ლინ ჰვაი-მინი ცნობილი იყო როგორც წარმატებული მწერალი. 1969 წელს (22 წლის ასაკში) ის უკვე ორი წიგნის ავტორი იყო. სწავლობდა აშშ-ში, სადაც მიიღო სახვითი ხელოვნების მაგისტრის წოდება აიოვას უნივერსიტეტის ლიტერატურული ვორკშოპიდან. ის აგრეთვე სწავლობდა თანამედროვე ცეკვის უნივერსიტეტში, ნიუ იორკში.

1973 წელს ლინ ჰვაი-მინმა ტაივანში დააარსა „ქლაუდგეითის ცეკვის თეატრი“; 1983 წელს - ცეკვის დეპარტამენტი ტაიპეის ხელოვნების ნაციონალურ უნივერსიტეტში, ხოლო 1999 წელს – ქლაუდგეითი 2. ის არის ამ ორი საერთაშორისო აღიარების მქონე საცეკვაო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი. დადგმული აქვს 86 სპექტაკლი. ლინისთვის შთაგონების წყარო ხშირად ტრადიციული აზიური კულტურა და ესთეტიკაა. ის დგამს თვითმყოფად სპექტაკლებს, რომლებსაც „ევროპული ცეკვა“ ასე ახასიათებს: „მსოფლიოს არც ერთი დასი არ ცეკვავს ისე, როგორც „ქლაუდგეითი“. ის წარმოადგენს განსაკუთრებულ და მოწიფულ ჩინურ ქორეოგრაფიულ ენას. აზიური ცეკვის მსგავსი განვითარება არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო „ფორსაიტის ფრანკფურტის ბალეტის“ გავლენა ევროპულ კლასიკურ ბალეტზე.“

ლინ ჰვაი-მინს მიღებული აქვს ექვსი უნივერსიტეტის საპატიო დოქტორობა ტაივანსა და ჰონ კონგში, ტაივანის ნაციონალური ჯილდო ხელოვნებაში, რამონ მეგსეისეის ჯილდო, ჯონ დ. როკფელერის მე-3 ჯილდო და „საუკეთესო ქორეოგრაფის“ ჯილდო ლიონის ცეკვის ფესტივალის ბიენალეზე. აგრეთვე არის საფრანგეთის კულტურის სამინისტროს „ხელოვნებისა და ლიტერატურის“ საპატიო ორდენის კავალერი. „ტაიმსმა“ მას „აზიის ერთ-ერთი გმირი“ უწოდა.

ლინ ჰვაი-მინი რამდენიმე სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის მთავარი გმირია. მათ შორისაა: „ტაივანის პორტრეტები“ (დისქავერი), „ტივტივი ზედაპირზე’ (ოპუს არტე), „ლინ ჰვაი-მინი – ზედაპირი სამყაროებს შორის“ (არტე/ცე-დე-ეფი).

2000 წლიდან ლინ ჰვაი-მინი არის ტაიპეის, ნოველ ჰოლის საშემსრულებლო ხელოვნების „ახლებური ცეკვის სერიების“ სამხატვრო ხელმძღვანელი. სერიებში მონაწილეობენ ეიკო და კომა, მერედიტ მონკი, სუზან ლინკე, აკრამ ხანი, ეა სოლა, სიდ ლარბი ჩერკაკი და ჯერომ ბელი.