Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შექსპირის სონეტები – ერთი სპექტაკლი

fe322c830c94

დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

23 აპრილს უილიამ შექსპირის დაბადებისა და გარდაცვალების დღესთან დაკავშირებით, რუსთაველის თეატრის დარბაზში ამერიკელი რეჟისორისა და დრამატურგის რობერტ ვილსონის „სონეტების“ სრული ვერსიის ჩვენება გაიმართა. პროექტი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შექსპირის შემსწავლელი ცენტრის ინიციატივით და რუსთაველის თეატრის მხარდაჭერით განხორციელდა.

„23 აპრილი თეატრალური სამყაროსთვის მნიშვნელოვანი დღე არის, რადგან იგი დაკავშირებულია შექსპირის, როგორც დაბადების, ისე გარდაცვალების თარიღთან. წელს შექსპირს 449 წელი შეუსრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მომავალი წელი საიუბილეოა და მთელს მსოფლიოში საიუბილეო მზადება მიმდინარეობს, რათა გრანდიოზულად აღინიშნოს შექსპირის დაბადების დღე. ამიტომ ვიფიქრეთ, რომ დღეს უნდა დაგვეწყო პროგრამების ის ციკლი, რომელიც ჩვენი ინსტიტუტის შექსპირის კვლევის ცენტრის ეგიდით განხორციელდება. თვეში ერთხელ დაინტერესებულ ადამიანებს საშუალებას მივცემთ ნახონ შექსპირის საუკეთესო ეკრანიზაციები და თეატრალური დადგმები. მოგეხსენებათ, რომ შექსპირი ის ავტორია, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყნის თეატრების რეპერტუარში მუდმივად არის. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი“. – ამბობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ლევან ხეთაგური.

სპექტაკლი „სონეტები“ რობერტ ვილსონმა 2009 წელს შექსპირის სონეტებზე ააგო და ბერტოლდ ბრეხტის მიერ დაარსებულ გერმანიის დრამატულ თეატრში „ბერლინერ ანსამბლში“ დადგა. სპექტაკლისთვის მუსიკა ვილსონის დაკვეთით ახალგაზრდა კომპოზიტორმა რუფუს ვეინვრაითმა დაწერა.

„ამ წარმოდგენას განსაკუთრებული ისტორია აქვს. შექსპირის სონეტების დადგმა, როგორც თეატრალური წარმოდგენა, არ არსებობდა. ეს არის პირველი შემთხვევა, სადაც ორ საათიანი წარმოდგენა მხოლოდ ამ სონეტების საფუძველზე არის შექმნილი. 

ცნობილი ამერიკელი დრამატურგი და რეჟისორი რობერტ ვილსონი, რომელიც საფუძველს უყრის ახალ თეატრალურ მიმართულებებს, ხშირად აღნიშნავდა საკუთარი შემოქმედების კავშირს საოპერო დადგმებთან. მის შემოქმედებაში ძალიან ბევრი კლასიკური ოპერის ინტერპრეტაციას ვხვდებით. შემთხვევითი არც ის არის, რომ სონეტების დადგმისთვის ვილსონმა იმ ახალგაზრდა კომპოზიტორს შეუკვეთა მუსიკა, რომელიც თანამედროვე მუსიკაში მუშაობდა და არა კლასიკურ მუსიკაში. სწორედ ამ თანამშრომლობით შეიქმნა ეს სპექტაკლი“. – ამბობს ლევან ხეთაგური.