Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი

საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი 
თეიმურაზ ჩხენკელი 

600-wide 200-wide

შიალი რამამრიტა რანგანათანი (1892-1972) – ინდოელი ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ბიბლიოთეკარი იყო მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი საბიბლიოთეკო დარგში, რომელმაც ღრმა კვალი დატოვა თანამედროვე საბიბლიოთეკო მეცნიერების განვითარებაში. 1931 წელს მან გამოაქვეყნა წიგნი სათაურით “საბიბლიოთეკო მეცნიერების ხუთი კანონი” (Ranganathan, S.R. (1931). The five laws of library science. Madras: Madras Library Association). 

საბიბლიოთეკო მეცნიერების რანგანათანის ხუთი კანონი: 
1. წიგნები შექმნილია წასაკითხად და გამოსაყენებლად 
2. ბიბლიოთეკაში ყოველმა მკითხველმა უნდა ნახოს თავისი წიგნი 
3. ბიბლიოთეკაში ყოველმა წიგნმა უნდა ნახოს თავისი მკითხველი 
4. ბიბლიოთეკა უფრთხილდება და ზოგავს მკითხველის დროს 
5. ბიბლიოთეკა არის მზარდი ცოცხალი ორგანიზმი 

ამ ხუთმა კანონმა უდიდესი ზეგავლენა იქონია მე-20 საუკუნეში საბიბლიოთეკო საქმის განვითარებაზე და, როგორც გამოირკვა, ეს კანონები 21-ე საუკუნეშიც განსაზღვრავენ ბიბლიოთეკების მუშაობას. ყოველ კანონს აქვს თავისი ღრმა დასაბუთება და ახსნა, თუმცა პირველი ოთხი კანონი გარკვეულწილად ერთი შეხედვითაც გასაგებია. მე-5 კანონი კი გულისხმობს როგორც პუბლიკაციების განუწყვეტელ ზრდას ინფორმაციის სხვადასხვა მატარებელზე, ასევე ბიბლიოთეკარების დახელოვნების განუწყვეტელ ზრდას, რის გარეშეც ბიბლიოთეკა კვდება. 
სამწუხაროდ ყველა ბიბლიოთეკარს კარგად არ ესმის ეს კანონები. ხშირად ბიბლიოთეკაში მთავარი ფონდია და არა მკითხველი. ასეთი ბიბლიოთეკებისთვის ცნობილმა ამერიკელმა ბიბლიოთეკარმა, პროფესორმა მორის ლაინმა შეადგინა გაშარჟებული ხუთი კანონი (http://library.georgiasouthern.edu/cio/ciospch.html ): 
1. წიგნები შექმნილია კოლექციებში (ბიბლიოთეკის ფონდებში) შესაგროვებლად 
2. ბიბლიოთეკაში ზოგმა მკითხველმა შეიძლება ნახოს თავისი წიგნი 
3. ბიბლიოთეკაში ზოგმა წიგნმა შეიძლება ნახოს თავისი მკითხველი 
4. ბიბლიოთეკა ფლანგავს მკითხველის დროს 
5. ბიბლიოთეკა არის მზარდი მავზოლეუმი (ან მუზეუმი) 

კიდევ უფრო მახინჯ ფორმას იძენს ბიბლიოთეკა, როდესაც იგი იძულებულია თავისი არსებობის შესანარჩუნებლად დააწესოს ფასიანი მომსახურება. ასეთი ბიბლიოთეკებისთვის სხვა ამერიკელმა ბიბლიოთეკარმა ჯიმ ტომსონმა შეადგინა ხუთი კანონის მეორე შარჟი (Thompson, J. (1992). The five laws of library science. Newsletter on Serials Pricing Issues, 47, September 13. Retrieved October 12, 2004, from http://www.lib.unc.edu/prices/1992/PRIC47.HTML#47.3 ): 
1. წიგნები შექმნილია გამორჩენის, ხეირისა და მოგებისთვის 
2. ბიბლიოთეკამ ყოველ მკითხველს უნდა წარუდგინოს ანგარიში 
3. საბიბლიოთეკო დოკუმენტის ყოველი ეგზემპლარის გამოყენებასა და, მით უმეტეს, მისი ასლის გადაღებას ინფორმაციის ნებისმიერ მატარებელზე უნდა ჰქონდეს თავისი გადასახადი 
4. ბიბლიოთეკაში მკითხველს კითხვისთვის უნდა გამოართვა ფული (და ამით დაზოგავ მის დროს) 
5. ბიბლიოთეკა არის მკვნესავი ორგანიზმი (სიტყვების თამაში: growing – groaning)