Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

სტივენ კინგი - ორი რომანი

af7f8193a30b

დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

„რა გქვიათ? 

-ჯონ კოფი, სერ – სასმელის სახელს ჰგავს, მაგრამ სხვანაირად იწერება.“ ეს სიტყვები ფრენკ დერაბონტის ფილმიდან - „The Green Mile“ - ბევრს სმენია, თუმცა წიგნი არც ისე ბევრს აქვს წაკითხული. მიზეზი მარტივია: საქართველოში სტივენ კინგი არ უთარგმნიათ. 

გამომცემლობა „დიოგენემ“, ჰორორის ჟანრის ყველაზე ცნობილი თანამედროვე მწერლის, ათობით რომანისა და მოთხრობების კრებულის ავტორის, სტივენ კინგის ორი რომანი „მიზერი“ და „მწვანე გზა“ გამოსცა.

„The Green Mile“ – „მწვანე გზა“, ასე თარგმნა ქართულ ენაზე ნიკა სამუშიამ ჩვენი დროის ერ-ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკელი მწერლის, სტივენ კინგის, რომანი, რომელიც 1996 წელს გამოვიდა. ამავე წელს „მწვანე გზას“, როგორც საუკეთესო რომანს, ბრემ სტოკერის სახელობის პრემია მიენიჭა. 1999 წელს კი წიგნის მიხედვით ზემოთ ნახსენები ცნობილი ფილმი გადაიღეს, რომელშიც მთავარი გმირის როლს ტომ ჰენკსი თამაშობს.

„მწვანე გზა“ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები პოლ ეჯკუმის, ციხის სიკვდილმისჯილთა ბლოკის ყოფილი ზედამხედველის, მონათხრობია, რომელიც ორმოცდაათი წლის წინ მომხდარ ამბებს იხსენებს.

რომანი „მიზერი“ კი ქართულ ენაზე ლალი გოგაძემ თარგმნა. წიგნი ავტოავარიაში მოხვედრილ მწერალ პოლ შელდონზე მოგვითხრობს, რომელსაც მედდა ენი უილკსი გადაარჩენს. ენი შელდონის თაყვანისმცემელია. მას გონებადაკარგული პოლი თავის გარესამყაროსგან მოწყვეტილ სახლში მიჰყავს. შელდონი მალევე ხვდება, რომ ტყვეობაშია. ქალი მწერლისგან რომანის დაწერას მოითხოვს. პოლ შელდონი თავს „ათას ერთი ღამის“ პერსონაჟად გრძნობს, რომელმაც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ისტორიები უნდა შეთხზას.

„მიზერი“ სტივენ კინგის პირველი რომანია, რომელიც ქართულად ითარგმნა. რომანის სათაურს ორმაგი მნიშვნელობა აქვს: ერთი მხრივ, მიზერი პოლ შელდონის წიგნის გმირის სახელია, მეორე მხრივ, ინგლისურად ტანჯვას, უბედურებას, განსაცდელს ნიშნავს. 

კინგის ამ რომანის მიხედვით 1990 წელს რეჟისორმა რობ რეინერმა ამავე სახელწოდების ფილმი გადაიღო. 

ზოგადად სტივენ კინგი ის ავტორია, რომლის არაერთი რომანია ეკრანიზებული 70-იანი წლებიდან დღემდე. მათ შორის არის როგორც სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმები, ისე სერიალები და მოკლემეტრაჟიანი ფილმები. უახლოეს მომავალში გამომცემლობა „დიოგენე“ სტივენ კინგის კიდევ ორ წიგნს გამოსცემს.