Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ღია წვდომის სამეცნიერო გამოცემები სულ უფრო ვრცელდება

აპრილის დასაწყისში, ბრიტანეთის კვლევითმა საბჭოებმა, რომლის მეშვეობითაც მთავრობა გადასახადის გადამხდელთა ფულს სამეცნიერო მკვლევარებს ურიცხავს, შეცვალა კანონები იმ კვლევების შედეგების გასაჯაროებასთან დაკავშირებით, რომლებსაც იგი აფინანსებს. ამიერიდან, მათ მოუწევთ იმ ჟურნალებში გამოქვეყნება, რომლებიც უფასო ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფენ – უმჯობესია გამოქვეყნებისთანავე, ან - ერთი წლის ვადაში.

თებერვალში, მეცნიერებისა და ტექნოლოგიის პოლიტიკის თეთრი სახლის ოფისმა ფედერალურ სააგენტოს განუცხადა, რომ მსგავსი გეგმები შეედგინა. მანამდე კი, ერთი კვირით ადრე, კონგრესს გადაეგზავნა კანონპროექტი, რომელიც მოითხოვდა ექვსი თვის შემდეგ უფასო ხელმისაწვდომობას მთავრობის მიერ დაფინანსებულ კვლევებზე. ევროკავშირსაც იგივე მიმართულება აქვს აღებული. ასევე - საქველმოქმედო ორგანიზაციებსაც. ნაწილაკების ფიზიკის ლაბორატორიების, ბიბლიოთეკებისა და საფინანსო სააგენტოების კონსორციუმი - SCOAP3 - კი, დარგის თორმეტ წამყვან ჟურნალს აიძულებს იმ 7000 სტატიის უფასოდ ხელმისაწვდომობა უზრუნველყოს, რომელსაც ისინი ყოველწლიურად აქვეყნებენ.

სამეცნიერო გამომცემლობებს, როგორც ჩანს მოგება აღარ ექნებათ. მათ მოუწევთ, ალბათ, აღიარება იმისა, რომ ეს იყო საკმაოდ ძლიერი დარტყმა.

ვრცლად: The Economist 

თავისუფალი წვდომის შესახებ

სამეცნიერო გამოცემებზე თავისუფალი წვდომის შესახებ საქართველოში შეგიძლიათ იხილოთ: http://gela.org.ge/oa/about