Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ფრანგი წიგნების გამყიდველები ციფრული რევოლუციის პირისპირ

3422334_5_09ae_ill-3422334-1baa-librairesuntitled-bmp_6291dea17f62984946d46ad65a989920
2 და 3 ივნისს 700 ფრანგი წიგნის გამყიდველი შეიკრიბა ბორდოში წიგნების მაღაზიების ეროვნულ შეხვედრაზე, სადაც ისინი ყველაზე აქტიურ საკითხს შეეხნენ: მათ არსებობას ინტერნეტ-სივრცეში.
„თუ კლიენტს წიგნის ყიდვა თავის კომპიუტერზე წკაპუნით სურს, ეს მისი უფლებაა და ჩვენ ამას უნდა შევეგუოთ“, აცხადებს შარლ კერმარეკი, ბრესტის წიგნის მარაზიის Dialogues-ის ექს-პასუხისმგებელი პირი. აღნიშნული მაღაზია 400 „დიდი“ მაღაზიიდან ერთ-ერთია (120000 წიგნო, 1800 მ²), მაგრამ მაინც ძალიან პატარაა Amazon-ის წინაშე.
უკვე ცამეტი წელია, რაც ეს ამერიკული კომერციული გიგანტი საფრანგეთშიც დამკვიდრდა და ის გახდა წიგნით ვაჭრობის უდიდესი მონაწილე. 2012 წელს ინტერნეტ ვაჭრობის ბრუნვა საფრანგეთის წიგნის ბაზრის 12%-ს შეადგენდა, ანუ დაახლოებით 420 მილიონ ევროს. ამ ოქროს ფსკერზე Amazon-ი 70%-ს იკავებს. La Fnac-ი მეორე ადგილზეა Decitre-ისა და Chapitre-ის წინ.

 „რაც შეეხება ურთიერთგაცვლის საიტებსა და დამოუკიდებელ წიგნის მაღაზიებს, მათი წილი 10%-ს ძლივს აღწევს ინტერნეტ ვაჭრობაში“, ადასტურებს რენი ოპეტიტი, რომელიც პარიზში „სიტყვათა შრიფტს“ ხელმძღვანელობს და ინტერნეტით წიგნების შეკვეთების ურთიერთგაცვლის საიტის,  Librest-ის პასუხისმგებელი პირიც გახლავთ.

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.lemonde.fr/livres/article/2013/06/01/les-libraires-francais-face-a-la-revolution-numerique_3422332_3260.html