რა? სად? როდის?

9 ივნისს, თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში ჰერეთის კულტურულ-საგანმანათლებლო საზოგადოება ქურმუხელის ორგანიზებით ჰერელი მოაზროვნეების ზაფხულის სეზონი დაიწყო, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 6-მა გუნდმა.
თამაშის პირველ ეტაპზე დაისვა 30 კითხვა და შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა:
„პრაიდი“ - 17 ქულა
„ქურმუხელები“ - 14 ქულა
„ენისელი“ - 13 ქულა
„რანი“ - 12 ქულა
„ოლიმპო“ - 8 ქულა
„ვუნდერკინგები“ - 6 ქულა
ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“ დასკვნითი, ფინალური ეტაპი გაიმართება 16 ივნისს თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში.
- Login to post comments