Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

უფალო, გაამთლიანე ჩემი საქართველო....

11/06/2013 - 18:00
11/06/2013 - 19:00
Etc/GMT+4

11 ივნისს 18:00 საათზე თსუ ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაბრიელ ჩაჩანიძის 111 წლისთავისადმი მიძღვნილი ხსოვნის საღამო, პირობითი სახელწოდებით „უფალო, გაამთლიანე ჩემი საქართველო“ გაიმართება.

„ერის ისტორიაში არსებობენ ადამიანები,რომელთა ცხოვრება, ღვაწლი და ეროვნული სულისკვეთება, ხელოვნურად და საგანგებოდ იჩქმალებოდა ტოტალური რეჟიმის სპეცსამსახურების მიერ. ამიტომ მათი ამაგი, ჯეროვნად  არ არის შესწავლილი და წარმოჩინებული. შესაბამისად, ისინი ნაკლებად არიან ცნობილი საზოგადოებისათვის. ასეთ მოღვაწეთა რიცხვს მიეკუთვნება გაბრიელ ზაქარიას–ძე ჩაჩანიძე,რომელმაც ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად,შეძლო ღირსეული კვალი დაეტოვებინა როგორც საერო,ისე სასულიერო ცხოვრებაში.


გაბრიელ ჩაჩანიძე იყო ადამიანი,რომელმაც ჯერ კიდევ სიცოცხლეში მოიხვეჭა ორი სახელი: საერო ცხოვრებაში ისტორიკოსის, მკვლევარის, უნივერსიტეტის კათედრის გამგის,დოცენტი გაბრიელ ჩაჩანიძისა და საეკლესიო მოღვაწეობით ქუთათელ–გაენათელი მიტროპოლიტის, ყოვლადუსამღვდელოეს გაბრიელისა,ხოლო იმ ქვეყნად წავიდა როგორც მტკიცე და შეუპოვარი პატრიოტი,რწმენისა და მამულისათვის თავდადებული,საბჭოთა რეჟიმის მიერ ფიზიკურად განადგურებული, მაგრამ სულიერად ვერგატეხილი...“

მონაწილეობენ: სულხან წულუკიძე; ილია ფხოველი; ქეთევან ნათელაძე; ალა ისპირიანი.
საღამოს ორგანიზატორები არიან: ჩაჩანიძეების  საგვარეულო ფონდი; თსუ ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკა; ქაქუცა ჩოლოყაშვილის საზოგადოება.