Skip navigation.
მთავარი

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

საზაფხულო სკოლა

იუსტიციის სამინისტროს სასწავლო ცენტრი აცხადებს შესარჩევ კონკურსს საზაფხულო სკოლის: "ღია მმართველობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა" მონაწილეთა შესარჩევად.

საზაფხულო სკოლა ჩატარდება ქალაქ ბათუმში ორ ნაკადად, 5-10 აგვისტოს და 12-17 აგვისტოს ჩათვლით. პროექტში მონაწილეობის მიღება შეეძლება 50 სტუდენტს.

საზაფხულო სკოლის თემებია:

** ღია მმართველობა;
** ინფორმაციის ხელმისაწვდომობა;
** სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში;
** საჯარო სამსახურის მოწყობის პრინციპები;
** საჯარო პოლიტიკის ანალიზი - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება;
** ანტიკორუფციული რეფორმა;
** ნაფიც მსაჯულთა სასამართლო.

მონაწილეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე. შესარჩევი კომისია დაკომპლექტდება იუსტიციის სასწავლო ცენტრისა და USAID - ის დემოკრატიული მმართველობის პროგრამის (G3) წარმომადგენლების მიერ. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ იურიდიული, სოციალური მეცნიერებების, მენეჯმენტისა და ჟურნალისტიკის ფაკულტეტის ბაკალავრიატის 3-4 კურსის სტუდენტებსა და მაგისტრებს.

კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

** პუნქტუალურობისა და პასუხისმგებლობის შეგრძნება;
** მოტივაციის მაღალი დონე;
** ანალიტიკური აზროვნება.

ყველა დაინტერესებულმა კანდიდატმა უნდა გამოგზავნოს CV და სამოტივაციო წერილი შემდეგ მისამართზე: trainingcenter@justice.gov.ge

მხოლოდ საუკეთესო კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.

საბუთების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 2013 წლის 5 ივლისი, 18:00 საათი.

სამოტივაციო წერილის გარეშე გამოგზავნილი აპლიკაცია არ განიხილება შესარჩევი კომისიის მიერ.