Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ადამიანის ტვინის ამსახველი რუკა 3–განზომილებაში


microtome

მკვლევარებმა გამოიყენეს სპეციალური ხელსაწყო – მიკროტომი, რომლითაც პარაფინში მოთავსებული ადამიანის ტვინი დაანაწევრეს 20 მიკრომეტრის სისქის შრეებად და შეადგინეს მისი ანატომიური სტრუქტურის მაღალი გარჩევადობის რუკა.

ნეირომეცნიერების საერთაშორისო ჯგუფმა ფენებად გაკვეთა, გამოსახულებებად ასახა და ანალიზი გაუკეთა 65 წლის ასაკის ქალბატონის ტვინს, რათა შეექმნათ ადამიანის ტვინის ყველაზე დეტალური რუკა.  „BigBrain“–ის სახელწოდების ატლასზე ნაჩვენებია ნეირონების წყობა მიკროსკოპული სიზუსტით, რაც ხელს შეუწყობს ტვინის ნაწილების სტრუქტურის განმარტებას, ანუ ათწლეულების წინ ჩატარებული ანატომიური კვლევების შედეგების ხელმეორედ განსაზღვრას.

„აღნიშნული რუკების ხარისხი ანალოგიურია იმისა, რაც დედამიწის კარტოგრაფებმა მეჩვიდმეტე საუკუნეში შემოგვთავაზეს, როგორც საუკეთესო ვერსიები,“– აცხადებს მისურის შტატის, სეინთ ლუისის ვოშინგტონის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგმა, რომელიც კვლევაში ჩართული არ იყო. მისი თქმით, ახალი გაუმჯობესებული გზამკვლევი–სახელმძღვანელო ხელს შეუწყობს მკვლევარებს, სხვადასხვა მონაცემი – გენების ექსპრესია, ნეიროანატომია და ნეიროაქტივობა –  უფრო მეტი სიზუსტით შეაჯერონ ტვინის განსაზღვრულ მიდამოებში.

ვრცლად: SCIENTIFIC AMERICAN

ოირველად გამოქვეყნდა ჟურნალში Nature, 2013 წ. 20 ივნ.