Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ადამიანის ცნობიერი და არაცნობიერი პროცესების ერთობლიობა იუნგთან

10a199212740

დაიბეჭდა „ახალ 7 დღეში“

ვინც გამომცემლობა „დიოგენეს“ ისტორიას ცოტა მაინც იცნობს, აუცილებლად ეცოდინება, რომ ერთ-ერთი პირველი წიგნი, რომელიც დიოგენემ 90-იანი წლების ბოლოს გამოსცა, ირინა ჯიოევას და ნინო ჯავახიშვილის ნათარგმნი იუნგის „ანალიზური ფსიქოლოგია. სიზმრები“ იყო. მაშინ ქართველმა საზოგადოებამ იუნგი პირველად წაიკითხა ქართულ ენაზე. „პირადად ჩემთვის იუნგი აღმოჩნდა ხიდი, რომელმაც მე ერთი პროფესიიდან მეორეში ანუ ფსიქოლოგიიდან საგამომცემლო საქმეში გადამიყვანა.“ – იხსენებს გამომცემლობა „დიოგენეს“ დირექტორი, თამარ ლებანიძე.

2005 წელს გამომცემლობა „დიოგენემ“ მკითხველს იუნგის მეორე წიგნი - მაია ბადრიძის მიერ ნათარგმნი „ფსიქოლოგია და ალქიმია“ - შესთავაზა. რამდენიმე დღის წინ კი წიგნის მაღაზია „დიოგენეში“ იუნგის მესამე წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნში იუნგის ორი ტექსტი შედის. ესენია: „ფსიქოლოგია და რელიგია“ და „პასუხი იობს“.

ეს ტექსტები ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის ორი ფუნდამენტური ნაშრომია, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „მოგეხსენებათ, რომ იუნგს ძალიან დიდი მემკვიდრეობა აქვს. ჩვენ ვცდილობთ, ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები შევარჩიოთ.“ – ამბობს თამარ ლებანიძე.

„ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ კი მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს, არის დაწერილი. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის. 

„როდესაც ამ ორ ტექსტს კითხულობ, შთაბეჭდილება გრჩება, რომ ემპირიულ მასალად ავტორი ძალიან ხშირად საქართველოს იყენებდა. ამ ტესქტებში ლამის პირდაპირი პასუხებია იმ პრობლემებზე, რომლებიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. იგი დიდ ყურადღებას უთმობს რელიგიურ პრობლემებს. სურვილი, მიბაძოს ქრისტეს, ადამიანს აყენებეს რთული რობლემის წინაშე, რადგან ფორმალურად და ზედაპირულად მოაზროვნე მორწმუნე ვერ ახერხებს დიდი მეტაფიზიკური რეალობის განცდას. ბევრად უფრო მარტივია კოლექტიური ტანჯვა, სიხარული, ვიდრე საკუთარი რთული გზის განვლა, სადაც არ არსებობს გარანტიები. არსებობს მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებლობები. რაც უფრო ძლიერია ჯოგი მით უფრო ურყევია რწმენა და შესაბამისად ნაკლებია კატასტროფაც.

„პასუხი იობს“ ენობრივად არის საინტერესო. შეხუმრებული ენაა. სიცილ-სიცილითაც წაიკითხავთ. თუმცა, თემა სრულიად კოსმიურია, იმ მასშტაბის, რომ შეგაშინებთ კიდეც. ეს სწორედ ის იობია, ყველაზე ერთგული მორწმუნე, რომელიც დაუმსახურებლად დაისაჯა. ტექსტი საკუთარ თავთან და დიდ კითხვებთან გვაბრუნებს, რომლებზეც პასუხებსაც ნაწილობრივ მაინც ვპოულობთ ამ ტექსტში,“ – ამბობს წიგნის მთარგმნელი მაია ბადრიძე.

„მიუხედავად იმისა, რომ ავტორმა ტექსტი გასულ საუკუნეში დაწერა, ის სრულიად თანამედროვეა. რაზეც იუნგი წერს, კაცობრიობისათვის მუდმივად სამსჯელო და საფიქრალი თემებია. რომ იუნგი ადამიანზეც და ღმერთზეც ერთ კონტექსტში საუბრობს. ადამიანის ფსიქიკა არ არის მხოლოდ ჩვენი ცნობიერი ნაწილი. ჩვენ კიდევ გვაქვს ფსიქიკის სხვა ნაწილი – არაცნობიერი. მთავარი გზავნილი კი ის არის, რომ ჩვენ არ ვუსმენთ ჩვენს მნიშვნელოვან ნაწილს - არაცნობიერს, რომელმაც ძალიან ბევრი რამ იცის ჩვენსა და სამყაროს შესახებ. ყველა ჩვენი განდევნილი სურვილები, ლტოლვები, რომლებზეც ჩვენ უარს ვამბობთ და არ გვინდა გავაცნობიეროთ სხვადსხვა მიზეზების გამო, უარყოფით ენერგიად იქცევა,“ – ამბობს წიგნის სამეცნიერო რედაქტორი, ფსიქოლოგი მარინა ელბაქიძე.

იუნგის ორივე ნაშრომი ქართულად პირველად ითარგმნა.