Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ასტრონავტები ფუნქციის გარეშე

Astronauts_Nasa-300x185

ნასამ (NASA - აშშ კოსმოსური სააგენტო) ახლახანს განაცხადა ასტრონავტების ახალი კონტიგენტის დაკომპლექტების შესახებ; ოთხი ქალი და ოთხი მამაკაცი, უმრავლესობა ძველი სამხედრო მფრინავია და არ აქვთ მეცნიერული განათლება... ეს რვა „ახალბედა“ შეუერთდება ამერიკული სააგენტოს ასტრონავტულ კორპუსს, რომელიც უკვე ითვლის ორმოცდაათამდე წევრს! იმის თქმა, თუ რამდენი ხანი მოუწევთ ლოდინი ვარსკვლავებზე მეოცნებე ამ ქალებსა და მამაკაცებს, ცოტა რთულია, რადგან დღეს ვერავინ იტყვის, როდის გაფრინდებიან ისინი კოსმოსში, და, მითუმეტეს, ძნელია იმის თქმა, თუ რა დანიშნულება ექნებათ მათ...

მართლაც, 2011 წლიდან ნასას აღარ გააჩნია ასტრონავტების კოსმოსში გაყვანის საშუალებები და იძულებულია, თავისი ეკიპაჟიანი ფრენები რუსულ კოსმოსურ სააგენტოს დაუკვეთოს, რომელსაც ისინი თავისი ძველი Soyuz-ით გადაყავს საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ (ISS), ჩვენს ზემოთ 350 კილომეტრში. კოსმოსური სადგური, რომელიც საჭიროებასა ეჭვქვეშ აყენებს არა მარტო სამეცნიერო საზოგადოება, რომელიც ამ კვლევითი ლაბორატორიის მიმართ (რომელსაც არასოდეს რაიმე ღირებული სამეცნიერო შედეგი არ მიუღია) ინდეფერენტულად და მტრულად არის განწყობილი, არამედ, ზოგიერთი მისივე კონსტრუქტორიც, რუსული კოსმოსის ხელმძღვანელები, რომლებიც აღიარებენ, რომ ISS, პირდაპირი თუ მეტაფორული გაგებით,  უკვე დიდი ხანია წრიულად ბრუნავს დედამიწის გარშემო.

სხვათაშორის, დღესდღეობით ISS -ზე ლაპარაკობენ, როგორც საკონცერტო დარბაზზე - ასტრონავტ კრის ჰედფილდის კლიპმა დევიდ ბოუის სიმღერაზე სინათლის სიჩქარით შემოუარა მთელ დედამიწას ...- და არა  როგორც მომავალი ნობელის პრემიისთვის გათვლილ  ლაბორატორიაზე...

ვრცელი ტექსტი ფრანგულ ენაზე:

http://www.science-et-vie.com/2013/07/08/des-astronautes-sans-destination/?utm_source=rss&utm_medium=rss&utm_campaign=des-astronautes-sans-destination