Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

საფრანგეთში კომპანია OMA-ს მიერ დაპროექტებული ბიბლიოთეკის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო

ქალაქ კაას ძველ პორტში, ჩრდილოეთ საფრანგეთში Bibliothèque Multimédia à Vocation Régionale (BMVR)-ში კომპანია OMA-ს მიერ დაპროექტებული X-ფორმის ბიბლიოთეკის სამშენებლო სამუშაოები დაიწყო.
ბიბლიოთეკის მშენებლობა 2016 წელს დასრულდება. მასში განთავსდება 150000 წიგნი. შენობის ოთხივე ფასადი დაეთმობა სხვადასხვა სფეროს.

წიგნები - ხელოვნებისა და მხატვრობის დარგში განთავსდება ჩრდილო-აღმოსავლეთ ფასადში, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების -- ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ჰუმანიტარული -- სამხრეთ-აღმოსავლეთის განყოფილებაში, ხოლო ლიტერატურული -- სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

„ეს ბიბლიოთეკა წარმოადგენს ოცდამეერთე საუკუნის არასწორხაზოვანი, არაერთმნიშვნელოვანი აზროვნების სიმბოლოს" - განაცხადა OMA-ს ასოცირებულმა ხელმძღვანელმა, კლემენტ ბლანშეტმა. „მისი ფორმა თითქმის პრიმიტიულად არის მოდელირებული: ორი ხაზი ერთმანეთს კვეთს, ცენტრალურობას ქმნის, რომელიც ოთხ პოლუსს ერთმანეთთან აჯგუფებს."

მან დამატებით აღნიშნა: „ეს არის იდეების აგორა -- ადგილი, რომელმაც შესაძლებელია განამტკიცოს წიგნების როლი გარდამავალ ციფრულ სამყაროში.

13000 კვადრატული მეტრის შენობას ექნება ვესტიბიული -- საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, რომელიც ქალაქის პორტსა და პარკს დაუკავშირდება.

ბიბლიოთეკა წარმოადგენს უფრო მასშტაბური პროექტის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს კაანის ძველი ინდუსტრიული პორტის გამოცოცხლებას. იგი მდებარეობს Tribunal de Grande Instance-ის მოპირდაპირე მხარეს და ახალი ურბანული ღირსშესანიშნაობების ზონის ცენტრში.

ბიბლიოთეკა ერთმანეთს დაუკავშირებს ქალაქის ოთხ ღირსშესანიშნავ ადგილს: ბერების მონასტერს, მონაზონთა მონასტერს, რკინიგზის სადგურსა და ახალი ურბანული განვითარების ცენტრს.

Work starts on OMA-designed library in Caen, France

Work starts on OMA-designed library in Caen, France


Work starts on OMA-designed library in Caen, France

Work starts on OMA-designed library in Caen, France

Work starts on OMA-designed library in Caen, France


Work starts on OMA-designed library in Caen, France


ვრცლად (ინგლისურად): DEZEEN MAGAZINE