Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

მცენარეთა მკვლევარი მოლეკულური ბიოლოგები საკითხს უფრო უღრმავდებიან

ვიკტორ ბუსოვი, მარცხნივ; იორდან იორდანოვი, ცენტრში; ჰარონგ ვეი, მარჯვნივ ამოწმებენ ექსპერიმენტულად გამოყვანილ ალვის ხეს.

ალვის ხეების ფესვების განვითარებისთვის საჭირო ძირითადი გენების დადგენაზე მუშაობისას, მიჩიგანის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის სამმა მეცნიერმა მიაგნო ახალ მოდელს, თუ როგორ ურთიერთქმედებენ და ზემოქმედებენ გენები ერთმანეთის ფუნქციაზე. მათ, ასევე, დაადგინეს გენების ქსელი, რომელიც განაპირობებს ალვის ხეების ფესვების შეუფერხებელ ზრდას აზოტის დაბალი შემცველობის ნიადაგში. აღნიშნული ფაქტის შედეგად, ისინი წარმოადგენენ ბიოსაწვავის ხის პლანტაციების იდეალურ კანდიდატებს მარგინალურ მიწებზე.

ჰეარონგ ვეის, იორდან იორდანოვისა და ვიქტორ ბუსოვის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა საერთაშორისო ჟურნალ New Phytologist-ში. სტატიის სათაურია: „აზოტის ნაკლებობა ხელს უწყობს ალვის ხის ფესვების ზრდას ტრანსკრიპტომის გლობალური რეპროგრამირებისა და იერარქიული გენეტიკური ქსელების აქტივაციის მეშვეობით."

როდესაც ტყის რესურსებისა და გარემოს დაცვის მეცნიერების, მიჩიგანის ტექნოლოგიური სკოლის მეცნიერებმა წამოჭრეს საკითხი, თუ როგორ ზემოქმედებს აზოტი -- ფართოდ გავრცელებული სასოფლო-სამეურნეო სასუქი -- მცენარეების ფესვების განვითარებაზე, მათი მიზანი იყო, ეპოვნათ გზები იმ მცენარეთა შესაქმნელად, რომლებიც ნაკლებ აზოტს საჭიროებენ.

„აზოტის გამოყენების თანამედროვე პრაქტიკა გარემოს დაცვის, თუ ეკონომიკის თვალსაზრისით, ჭკვიანური არაა" - აცხადებს ბუსოვი, რომელიც მცენარის განვითარების ფუნქციონალურ გენომიკას იკვლევს. „მცენარეები აზოტის მხოლოდ 30 პროცენტს იყენებენ. დანარჩენი გრუნტის წყლებს ერევა, რაც შედეგად იწვევს წყალმცენარეთა მკვეთრ ზრდა-განვითარებას, სითბურ გაზებს და მწერებს, კერძოდ კი - დაავადებათა გადამტან კოღოებს.

ვრცლად: Science daily - Science News

სამეცნიერო წყარო: Hairong Wei, Yordan S. Yordanov, Tatyana Georgieva, Xiang Li, Victor Busov. Nitrogen deprivation promotesPopulusroot growth through global transcriptome reprogramming and activation of hierarchical genetic networks. New Phytologist, 2013; DOI: 10.1111/nph.12375