Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

online-განათლება: ვირტუალური ლაბორატორია

online-სწავლების უზარმაზარი და მზარდი პოპულარობის გამო შექმნილი პრობლემებიდან გამომდინარე, მკვლევარები ეძებენ ახალ გზებს მეცნიერების პრაქტიკული ცოდნისა და უნარების სასწავლებლად.

აკადემიური სამყარო ცვლილებებს განიცდის MOOC-ის სწრაფი განვიტარების გამო: ეს არის მასობრივი ღია ონლაინ კურსები (massive open online courses ), რომლებიც უნივერსიტეტის ლექციებს ერთდროულად ხელმისაწვდომს ხდის ათობით ათასობით სტუდენტისთვის. ზუსტად ერთი წლის განმავლობაში, მთელი მსოფლიოს უნივერსიტეტები გამალებით ცდილობდნენ პარტნიორობის დამყარებას MOOC-ის მთავარ კომპანიებთან, რაც ბევრის აზრით, უმაღლესი განათლების ძირეულ გარდაქმნას მოახდენდა (იხილეთ Nature 495, 160–163; 2013).

თუმცა განათლების სფეროში მომუშავე ბევრი ადამიანისთვის MOOC ფართო მასშტაბიან გარდაქმნებს ჯერ-ჯერობით არ ახდენს. ვიდეო-ლექციები online-ში შესანიშნავია ფაქტების, ფორმულებისა და კონცეფციების გადასაცემად, თუმცა აღნიშნული ლექციები თავისთავად ვერავის ვერ დაეხმარება აღნიშნული იდეების პრაქტიკაში დანერგვის სწავლაში. ვერც გამოცდილებას შესძენს სტუდენტებს ექსპერიმენტების დაგეგმვასა და მონაცემების გაანალიზებაში; გუნდურ მუშაობაში მონაწილეობის მიღებაში; მიკროსკოპული ხელსაწყოებით სარგებლობაში; წარუმატებლობის წინაშე შეუპოვრობაში, ან სხვა ნებისმიერი პრაქტიკული, თუ სოციალური ცოდნა-გამოცდილების გამომუშავებაში, რაც მეცნიერების დარგში წარმატებისთვის არის საჭირო. პრაქტიკული ცოდნის მიღება კი მხოლოდ გამოცდილების არის შესაძლებელი.

ვრცლად (ინგლ.): Nature