Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ისევ სსიპ–ია

 საქართველოს მთავრობის

დადგენილება №187

2013 წლის 29 ივლისი

ქ. თბილისი

 
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი 204864548) გარდაქმნის (რეორგანიზაციის) შესახებ

       
მუხლი 1
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის მე-13 მუხლის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 38-ე მუხლის პი­რ­ველი ნაწილის, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად:

1. არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (საი­დენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548)  2013 წლის 15 სექტემბრამდე გარ­დაიქმნას (რეორ­განიზებულ იქნეს) საჯარო სამართლის იურიდი­ულ პი­რად ‑ ივა­ნე ჯავახიშვილის სახელობის თბი­ლისის სახელ­მწი­ფო უნი­ვერ­სიტეტად და მის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (აკადემი­ური საბჭო, წარმომადგენლობითი საბჭო, რექტორი, ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური), ასევე ძირი­თა­დი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებს (მმართველ სუბიექტებს) (ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, ძირითა­დი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური) უფლებამოსილება განესაზღვროს დარჩენილი ვადით.

2. საჯარო სამართლის იურიდიული პირი ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სა­ხელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჩაით­ვალოს არასა­მეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) სამართალმემკვიდრედ.

 3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ განა­ხორციელოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ‑ ივანე ჯავა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის (საიდენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548)  გარდაქმნასთან (რეორგა­ნი­ზა­ციასთან) დაკავშირებული კანონმდებ­ლობით გათ­ვალისწინებული ღონისძიებები.

4. საჯარო სამართლის იურიდი­ული პირის ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამ­ფუძ­­ნებ­­ლად განისაზღვროს  სახელმწიფო, რომელსაც წარმოადგენს სა­ქარ­­თვე­ლოს გა­ნა­თლებისა და მეცნიერების სამინისტრო.

 5. საჯარო სამართლის იურიდი­ულ პირს ‑ ივანე ჯავა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნი­ვერ­სი­ტე­ტს ქონება გადა­ე­ცეს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

6. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იური­დი­ული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რეორგანიზაციის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 4 ნოემბრის №412 დადგენილება.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტის საფუძველზე ეთხოვოს სსიპ ‑ საჯარო რე­­ესტრის ეროვნულ სააგენტოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იური­დიული პირის ‑ ივანე ჯა­ვა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელ­მ­წიფო უნივერსიტეტის (საი­დენტიფიკაციო კოდი ‑ 204864548) რეგის­ტრაციის ძალადაკარგუ­ლად გა­მოცხადება.
       
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი        ბიძინა ივანიშვილი