Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

ქართველი მოსწავლეები CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში

DSC_5545
საქართველოს სკოლების 10 საუკეთესო მოსწავლე 5 დღით შვეიცარიაში, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრა. ეს მოსწავლეები „საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლის“ მონაწილე 70 მოსწავლიდან შეირჩნენ.

„საერთაშორისო სამეცნიერო საზაფხულო სკოლა საქართველოში“ ერთ-ერთია იმ ოთხ პროექტს შორის, რომელსაც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ”ინგლისური ენის სწავლების გაძლიერების პროგრამის ფარგლებში” ახორციელებს.  პროექტი წყნეთში - „ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლა-თბილისის“ ბაზაზე 16 ივნისს დაიწყო და 6 ივლისს დასრულდა.

სამეცნიერო საზაფხულო სკოლის მონაწილეები ეროვნული სასწავლო ოლიმპიადების მესამე ტურის (ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) შედეგებისა და ინგლისური ენის საბაზისო ცოდნის საფუძველზე შერჩეული მე-9, მე-10 და მე-11 კლასის  მოსწავლეები იყვნენ. საზაფხულო სკოლის პროგრამა მოიცავდა როგორც აკადემიურ, ისე არააკადემიურ პროგრამებს.

10 საუკეთესო მოსწავლე, რომელიც პროექტის „გამარჯვებულიმოსწავლეებისვიზიტი CERN-ისცენტრალურლაბორატორიაშიფარგლებში შეირჩა, CERN-ის ცენტრალურ ლაბორატორიაში გაემგზავრა. მოსწავლეები ქართველ და უცხოელ მეცნიერებს შეხვდებიან, უახლეს ტექნოლოგიებს, ახალ აღმოჩენებს და იმ მნიშვნელოვან პროექტებს გაეცნობიან, რაზეც ცერნის მეცნიერები მუშაობენ.

ვრცლად: http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4748