Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კვანტური ტელეპორტაცია: კვანტური ბიტების (qubits) გადაცემა ღილაკის ერთი დაჭერით

ტელეპორტაციის ექსპერიმენტის ოპტიკური კონფიგურაცია ტოკიოს უნივერსიტეტში. ლაზერულმა წყაროებმა და არაწრფივმა ოპტიკურმა პროცესებმა უზრუნველყვეს კვანტური ბიტის წარმოქმნა და კვანტური კორელაცია. რამდენიმე სარკემ და სხივების გაფანტვამ ხელი შეუწყო სრულყოფილ ტელეპორტაციას.

სივრცულად განცალკევებული სინათლის ველების კვანტური მექანიკური კორელაციის მეშვეობით, ტოკიოსა და მაინძის მკვლევარებმა ფოტონური კუბიტების სანდო სიზუსტით ტელეპორტირება შეძლეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპტიკური ტელეპორტაციის სფეროში პირველი ექსპერიმენტიდან 15 წლის შემდეგ გადამწყვეტი აღმოჩენა განხორციელდა. ტოკიოში წარმატებით ჩატარდა ექსპერიმენტი, რომლის დროსაც მიღწეულ იქნა ორი კონცეპტუალურად განსხვავებული და აქამდე შეუთავსებელი მიდგომის კომბინაცია.

ცალკეული ციფრული ოპტიკური კვანტური ინფორმაციის გადაცემა ამჟამად უკვე უწყვეტად არის შესაძლებელი - ღილაკის ერთი დაჭერით, როგორც მაინცის იოჰანეს გუტენბერგის უნივერსიტეტის პროფესორმა - პიტერ ვან ლუუკმა განმარტა.

თეორიტიკოსმა ფიზიკოსმა, ვან ლუუკმა ურჩია კვლევითი ჯგუფის ექსპერიმენტულ ფიზიკოსებს, ტოკიოს უნივერსიტეტის პროფესორ აკირა ფურუსავას ხელმძღვანელობით, თუ როგორ ეწარმოებინათ ტელეპორტაციის ექსპერიმენტი ყველაზე ეფექტურად იმგვარად, რომ საბოლოოდ, წარმატებული კვანტური ტელეპორტაციისთვის მიეღწიათ.

ვრცლად: SpaceDaily

სამეცნიერო შრომა: