Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

თეორიული ფიზიკა: სივრცისა და დროის წარმოშობა

ბევრ მკვლევარს სჯერა, რომ ფიზიკა არ იქნება სრულყოფილი მანამ, სანამ იგი არ ახსნის არა მხოლოდ სივრცისა და დროის მახასიათებელს, არამედ იმას, თუ საიდან გაჩნდა ეს ერთეულები.

„წარმოიდგინეთ, ერთ დღეს გაიღვიძეთ და მიხვდით, რომ სინამდვილეში კომპიუტერული თამაშის რეალობაში ცხოვრობთ“ - აცხადებს მარკ ვან რაამსდონკი და აღწერს იმ ხმას, რომელიც სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმისთვის გამოდგება. თუმცა, ვანკუვერის ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკოსის - მარკ ვან რაამსდონკისთვის ეს სცენარი წარმოადგენს საშუალებას, რათა რეალობის შესახებ იფიქროს. თუ ეს სიმართლეს შეესაბამება, როგორც იგი აცხადებს, „ჩვენს გარშემო ყველაფერი - მთელი სამ-განზომილებიანი ფიზიკური სამყარო - ილუზიაა, რომელიც სხვაგან -- ორ-განზომილებიან ჩიპში კოდირებული ინფორმაციის შედეგად გაჩნდა“. ეს ჩვენს სამყაროს, თავისი სამი სივრცული განზომილებითურთ, იმ სუბსტრატისგან პროექტირებულ ე.წ. ჰოლოგრამად აქცევდა, რომელიც მხოლოდ გაცილებით დაბალ განზომილებებში არსებობს.

ეს „ჰოლოგრაფიული პრინციპი“ თეორიული ფიზიკოსების ჩვეულებრივი სტანდარტების მიხედვითაც კი უცნაურად ჟღერს. თუმცა, ვან რაამსდონკი ერთ-ერთი იმ მცირერიცხოვან მკვლევერთაგანია, რომლებიც ფიქრობენ, რომ ჩვეულებრივი იდეები ჯერ-ჯერობით არც ისე უცნაურია. სხვა თუ არაფერი, თანამედროვე ფიზიკის არცერთი საყრდენი -- საყოველთაო ფარდობითობა, რომელიც მიზიდულობას აღწერს, როგორც დროსა და სივრცის სიმრუდეს, თუ კვანტური მექანიკა, რომელიც მართავს ატომების განლაგებას -- არ განაპირობებს დროსა და სივრცის არსებობას. არც - ე.წ. სიმების თეორია, რომელიც ენერგიის ელემენტარულ ძაფებს აღწერს.

მარკ ვან რაამსდონკი და მისი კოლეგები დარწმუნებულნი არიან, ფიზიკა სრულყოფილი არ იქნება მანამ, სანამ იგი არ ახსნის, თუ როგორ გაჩნდა სივრცე და დრო რაღაც უფრო ფუნდამენტურისგან.

ვრცლად:  nature