Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადგმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

წარჩინებულ მოსწავლეებს კომპიუტერები გადაეცათ

DSC_8887
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ და მინისტრის მოადგილემ თამაზ მარსაგიშვილმა თბილისის საჯარო სკოლების 302 მეათეკლასელ მოსწავლეს, რომელთაც წარჩინებით დაამთავრეს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები), პერსონალურ კომპიუტერები გადასცეს. საქართველოს მასშტაბით კომპიუტერებით სულ  1468 წარმატებული მოსწავლე დაჯილდოვდება.

2013 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომელთაც გასულ სასწავლო წელს  საბაზო საფეხური დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).

მოსწავლეთა წახალისების პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლა/სწავლების მეთოდების გაძლიერებას. პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით,  ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

                        http://mes.gov.ge/content.php?lang=geo&id=4801