Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

კონკურსი „ლეონარდო და ვინჩი 2013“ იწყება

1098292_659992454018503_1359063646_n
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი მოსწავლე-გამომგონებელთა საერთაშორისო კონკურსს „ლეონარდო და ვინჩი 2013“ აცხადებს.

საკონკურსო პროგრამის დეტალებზე მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და სამინისტროს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა სულხან სისაურმა სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრეს.

კონკურსი გამოავლენს და წაახალისებს შემოქმედებითი აზროვნების, გამომგონებლის ნიჭით დაჯილდოებულ მოზარდებს და ხელს შეუწყობს მათი ინოვაციური და პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას.
კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მოსწავლეებს შეუძლიათ, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფურად. მსურველებს ნამუშევრების ელექტრონული დარეგისტრირება განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და ფონდის ვებ-გვერდებზე www.mes.gov.ge; www.rustaveli.org.ge უკვე დღეიდან შეეძლებათ. წარმოდგენილი პროექტი უნდა მოიცავდეს გამოგონების როგორც ტექსტუალურ აღწერილობას, ასევე შესაბამის მაკეტს, მოდელს ან ნახაზებს. ელექტრონული რეგისტრაცია 1 ნოემბერს, ხოლო ნამუშევრების ფონდში წარმოდგენა 11 ნოემბერს დასრულდება.
კონკურსის გამარჯვებულებს კომპეტენტური ჟიური დეკემბერში სპეციალურად მოწყობილ გამოფენაზე გამოავლენს.
კონკურსში გამარჯვებული პროექტების ავტორები დაჯილდოვდებიან მედლებითა და ფულადი პრემიებით. I ადგილზე გასული პროექტის წარმომდგენს 5000 ლარი, II ადგილს - 3 000 ლარი, ხოლო III ადგილს - 2 000 ლარი გადაეცემა. გრანპრის მფლობელი პროექტის ავტორი ან ავტორები კი შემეცნებითი ტურით საზღვარგარეთ გაემგზავრებიან.