Skip navigation.
მთავარი

საძიებლები

მიმდინარეობს საიტის განახლება

ბიბლიოთეკის კატალოგი

ძიება ქართულ ბიბლიოთეკებში

Create your own Custom Search Engine
ძიება ქართულ ლექსიკონებში და ენციკლოპედიებში
Create your own Custom Search Engine
ძიება მსოფლიოს უნივერსიტეტების ღია სამეცნიერო არქივებში

Create your own Custom Search Engine

ღონისძიების ჩატარება ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში

თქვენი ღონისძიების ჩასატარებლად ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში, გთხოვთ, შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა და გადმოგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: infopr@sciencelib.ge

შეიძლება თუ არა iPhone-ის თითის ანაბეჭდების სენსორმა პაროლის საჭიროება მოხსნას?

ახალი iPhone-ის იდენტიფიკაციის სენსორები მომხმარებლებს სთავაზობს შესაძლებლობას, თითის ერთი დაჭერით შეიძინონ სიმღერები iTune-ზე.

ეს არის ოდნავ შესამჩნევი უჟანგავი ფოლადის რგოლი, რომელიც მოთავსებულია ახალი iPhone-ის მთავარ ღილაკზე.

თუმცა, Apple-ის უახლეს სმარტფონში არსებული თითის ანაბეჭდის სენსორი, რომელიც ეხლახანს წარმოადგინეს, შეიძლება მომაბეზრებელი პაროლების დასასრულის დასაწყისს ნიშნავდეს.

იდენტიფიკაციის სენსორების მახასიათებლები მომხმარებლებს შესაძლებლობას შესთავაზებს, რათა ანბანის ასოებისა, თუ ციფრების რთული თანმიმდევრობის დამახსოვრების გარეშე, თითის ერთი დაჭერით ისარგებლონ ტელეფონებით.

 

გადამწყვეტი მომენტი

Gummi bears

რეზინის დათუნიებმა გადაჭრეს პრობლემა მას შემდეგ, რაც კრიპტოგრაფებმა ისინი თითის ანაბეჭდების ასლების გასამრავლებლად გამოიყენეს.

"ინდუსტრია ელოდა ამგვარ მომენტს" - განუცხადა BBC-ს მარკ ლოქიმ, ახალი ამბების საიტის - Planet Biometrics-ის აღმასრულებელმა რედაქტორმა.
Apple-ის მცდელობა - დაენერგა ბიომეტრიული ტექნოლოგია - ნათელი გახდა 2012 წლის ივლისში, როდესაც მან შეიძინა მობილურების უსაფრთხოების კომპანია - Authentec, რომელმაც  შემოიღო სენსორული ჩიპებით სარგებლობა, რაც 356 მილიონი დოლარი (226 გირვანქა სტერლინგი) ღირდა.

 

არავითარი პანაცეა

საუტჰემპტონის უნივერსიტეტის პროფესორი - მარკ ნიქსონი მუშაობს კიბერ-უსაფრთხოების სისტემებზე, რომელიც ცნობს ადამიანის უნიკალურ მახასიათებლებს, როგორებიცაა სახისა და მოძრაობის ამომცნობი თვისებები.

მაგრამ, იგი გვაფრთხილებს: მიუხედავად იმისა, რომ ბიომეტრიული ამომცნობი სისტემები გვთავაზობს ჩვენი მოწყობილობების უსაფრთხოების უფრო მოხერხებულ გზას, ,,ეს პანაცეა არ არის" და მისი ხაფანგებიც არსებობს.

კომპანიები, რომლებიც ცდილობენ თითის ანაბეჭდების უსაფრთხოების სისტემის შემოღებას, ღელავენ იმის გამო, რომ შესაძლებელია აეს ტექნოლოგია ვერ ახერხებდეს მფლობელის ამოცნობას და პაროლის მოხსნას.

 

სიფრთხილის ზომების მიღება

გამომშრალმა თითებმა, ცივმა ამინდმა, ან თუნდაც, ქაღალდის ნაგლეჯმა, შესაძლებელია, თითის ანაბეჭდის ამომცნობ პროგრამას ხელი შეუშალოს ნამდვილი მფლობელის ამოცნობაში.

კომპანია–Apple იმედოვნებს, რომ აღნიშნულ პრობლემას თავიდან აიცილებს კანის სუბ-ეპიდერმული შრეების უაღრესად სკრუპულოზურ დონეზე, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ – თითის ზედაპირის ზემოთ სკანირებით.

მაგრამ, ეს ტექნოლოგია შესაძლებელია, სხვა პრობლემების წინაშეც აღმოჩნდეს.
„თითის ანაბეჭდის ამომცნობი პროგრამები, უეჭველია, მთლად უსაფრთხო არაა,“ – აცხადებს ოქსფორდის უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების კათედრის თანამშრომელი – დოქტორი ანდრიუ მარტინი.

მართლაც, კრიპტოგრაფებმა, ამას წინათ, წარმატებას მიაღწიეს, გამოიყენეს რა თითის ანაბეჭდის გაყალბების მიზნით რეზინის დათუნიებში აღმოჩენილი  ჟელატინი. ჩვენ ხომ თითის ანაბეჭდებს ვტოვებთ ყველგან, სადაც არ უნდა წავიდეთ, რაც მარტივი სამიზნეა ნებისმიერი მათგანისთვის, ვისაც მისი გაყალბება სურს.

არსებობს, აგრეთვე, პირადი ინფორმაციის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული პრობლემები.

ბიომეტრიული მონაცემები, ჩვეულებრივ, დაშიფრული და შენახულია კომპიუტერის პროცესორში, თუმცა, ეს მეთოდი არავითარ შემთხვევაში არ არის უსაფრთხო, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული მონაცემები ონლაინ ტრანსაქციების განხორციელებისას გამოიყენება.

 

გაჭირვებით წინსვლა

შეფერხებებისა და დაბრკოლებების მიუხედავად, მთელი მსოფლიოს ტექნოლოგიური კომპანიები ერთიანდებიან, რათა ონლაინ შესყიდვებისთვის შექმნან ბიომეტრიული უსაფრთხოების სტანდარტული სისტემა.

არსებობს ე.წ. Fido (ონლაინ სწრაფი ამოცნობა) Alliance, რომელიც მოიცავს Blackberry, Google and Paypal-ს. იგი ამცირებს პაროლებზე დამოკიდებულების აუცილებლობას ნამდვილი მომხმარებლის დასადგენად.

იგი ემხრობა აღიარებულ, ადვილად გამოსაყენებელ ბიომეტრიულ სისტემას ონლაინ შესყიდვების, სისტემაში შესვლისა, თუ ისეთი გადაწყვეტილებების მისაღებად, როგორიცაა „ელექტრონული ფოსტის წაშლა“.

 


სხვა ტექნოლოგიური ზომები

Bionym's Nymi wristband
მაჯის ბიო-მანჟეტი ზომავს პულსის რიტმს, რომელიც ყოველ ადამიანს განსხვავებული აქვს.

ამგვარად, შემდეგი რა მოდის?

ერთ-ერთ შესაძლებლობას წარმოადგენს „მულტი-მოდალური ბიომეტრიული“ სისტემა, რომელიც სარგებლობს რამდენიმე განსხვავებული ტექნიკის ტანდემით, როგორიცაა – თვალის ფერადი გარსის, ხმისა და თითის ანაბეჭდის ამომცნობი ტექნოლოგია – უსაფრთხოების დამატებით ზომებთან ერთად.

Google-ის ზოგიერთი ანდროიდული მოწყობილობა იტვირთება სახის ვიზუალური ამომცნობი სისტემის მეშვეობით, რაც ზოგადად, წარმატებულია, რადგან აადვილებს შესვლა-რეგისტრაციას, თუმცა მისი მოტყუება შესაძლებელია, თუ ანდროიდულ ტაბლეტს, ტელეფონს, ან სხვა სახის ტექნიკას ფოტოსკენ, ან მფლობელის ვიდეო კლიპისკენ მივაბრუნებთ.
ტექნოლოგიური კომპანია – Bionym-ის კიდევ ერთი ახალი ექსპერიმენტი მოიცავს პულსის რიტმის გაზომვას, რაც თითოეული ადამიანისთვის განსხვავებულია.

 

სხვა ამომცნობი ტექნოლოგია

კიბერ-უსაფრთხოების სისტემები ემყარება სამ ამომცნობს: ის, რაც იცი, მაგალითად: მშობლის ქალიშვილობის სახელი და გვარი; ის, რაც გაქვს – მისაწვდომობის კოდი, ან სიმბოლო და ის, რაც ხარ, ანუ საკუთარი თითის ანაბეჭდი.

GPS-ის მქონე სმარტფონები საშუალებას გთავაზობთ, დაუმატოთ ახალი განზომილება: „რა ადგილზეც იმყოფებით“.

სმარტფონს შეუძლია დაბლოკოს შესვლა ტელეფონიდან, რომელიც მისი ჩვეულებრივი მდებარეობიდან რამდენიმე მილის მოშორებით აღმოჩნდება, რაც განსაკუთრებით, საჭირო იქნება მისი მოპარვის შემთხვევაში.

მარკ ლოქი წინასწარმეტყველებს, რომ მობილურ სამყაროში, რომელშიც ინფრასტრუქტურა სულ უფრო მეტად არის განვითარებული, ბიომეტრია საბოლოოდ შეცვლის პაროლებს.

ვრცლად: BBC NEWS TECHNOLOGY